ვქმნით იდეალურ წარბებს! №5 კატალოგის სიახლე | Faberlic

ფართო, ბუნებრივი წარბები - საგაზაფხულო მაკიაჟის მთავარი ტრენდია. თუ წარბები მოვლილია და გააჩნია სწორი ფორმა, მაშინ თვალები უფრო მეტყველი ხდება.

საუკეთესო გადაწყვეტილება - უპირატესობა წარბების ბუნებრივ ფორმას მიანიჭოთ, აუცილებლობის შემთხვევაში ოდნავ დააკორექტიროთ პინცეტით. თმის ამოწიწკნა უმჯობესია საღამოს, ვინაიდან ქუთუთოს მგრძნობიარე კანი შესაძლოა გაღიზიანდეს, რაც ღამის განმავლობაში გადაივლის.

ამას გარდა, იმისათვის რომ არ შეიტანოთ ინფექცია, პროცედურის წინ აუცილებელია სახიდან მოიშოროთ მაკიაჟი და ჭუჭყი. თმები უნდა ამოწიწკნოთ მკაცრად ზრდის მიმართულებით, თითო-თითოდ და მხოლოდ წარბების ქვედა მხარეს.

ახლა ვიწყებთ კორექციას. იმისათვის რომ ლამაზი წარბები "დახატოთ", აუცილებელია სწორად განსაზღვროთ მისი საზღვრები და ყველაზე მაღალი წერტილი. ამისათვის წარმოიდგინეთ სამი ხაზი (მიიდეთ ფანქარი), რომლებიც იწყება ცხვირის ფრთიდან და გადის თვალის შიდა და გარე კუთხეებზე და თვალის გუგაზე. ამ ხაზების წარბთან გადაკვეთის წერტილებია ჩვენი ძებნის საგანი.

შემოხაზეთ წარბების საზღვრები ფანქრით და შეღებეთ დახატულ საზღვრებს შორის ადგილი. იდეალურ წარბებამდე ერთი ნაბიჯია: მხოლოდ №5 კატალოგის სიახლის -  2/1-ში წარბების მზრუნველი გელის "ორმაგი წარმატება" (5585) წასმაღა დარჩა!

ფუნჯის წვერის დახმარებით წაისვით ცოტაოდენი გელი წარბის შიდა კუთხეზე, შემდეგ დაივარცხნეთ წარბის თმა, გადაანაწილეთ საშუალება და მიანიჭეთ წარბებს სასურველი ფორმა.

გელი აფიქსირებს წარბების ფორმას, არ ამძიმებს და არ აწებებს მათ, ხაზს უსმევს წარბების ბუნებრივ ფორმას, ანიჭებს მოცულობას და აბრეშუმისებრ ბზინვარებას. შეიცავს დაპატენტებულ კომპლექსს Keratrix, რომელიც აღადგენს და აძლიერებს თმის ბოჭკოებს, ამაღლებს მათ სიმჭიდროვეს.

თუ გელი ისმევა შეღებილ წარბებზე, იმისათვის რომ საღებავის ნაწილები არ შევიტანოთ გელში, აუცილებელია გამოყენების შემდეგ ფუნჯის გარეცხვა და გაშრობა

.