სამართლის სკოლა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით





თინათინ გოლეთიანი – იურისტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.  თინათინს აქვს საჯარო სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, საერთაშორისო სამართლისა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის 15 წლიანი პროფესიული გამოცდილება. მას ეკავა მენეჯერული პოზიციები საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, სახალხო დამცველის აპარატსა და გენერალური პროკურატურაში. ბოლო 3 წლის განმავლობაში,  თინათინი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას უწევდა კონსულტაციას რეგულირების ზემოქმედების შეფასების ქვეყანაში დაგეგმის პროცესში.

თინათინს ასევე 10 წელზე მეტია აქვს აკადემიური სწავლების გამოცდილება საქართველოსა და უცხო ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. 2002 წლიდან, იგი აქტიურად არის ჩართული საქართველოში საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლოების პოპულარიზაციის პროცესში.

თინათინს განათლება მიღებული აქვს კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტში (უკრაინა (2002)). იგი ფლობს მაგისტრის 2 დიპლომს  საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალში (American University Washington College of Law, ვაშინგტონი, აშშ, (2009)) და დავების მშვიდობიან მოგვარების სამართალში (Queen Mary University of London, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი (2014).

თინათინი სრულფასოვნად ფლობს ინგლისურ, ესპანურ, რუსულ და უკრაინულ ენებს. ასევე, აქვს იტალიური ენის სამუშაო ცოდნა.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

  • ძალის გამოყენების შესაძლებლობა და ფარგლები საერთაშორისო სამართალში;
  • ცალმხრივად აღებული საერთაშორისო ვალდებულებები;
  • საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი;
  • რეგულირების ზემოქმედების შეფასება, როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი.

სტატიები ჟურნალებში

  • Derogation Clause and International Covenant on Economic Social and Cultural Rights; Journal of International Law No2 pp. 133-150

მიმდინარე სალექციო კურსები

სალექციო კურსების კატალოგი

  • Introduction to Internationa Law; Kuwait International Law School 2017-2018 ზაფხულის სემესტრი (ბაკალავრიატი) (ინგლისურ ენაზე)
  • საერთაშორისო სამართალი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა; 2009 წლიდან შემოდგომის სემესტრი (ბაკალავრიატი) (ინგლისურ ენაზე)
  • დიპლომატიური და საკონსულო სამართალი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა; 2009-10 წელი (მაგისტრატურა)
  • შესავალი საერთაშორისო სამართალში კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა; 2017-18, შემოდგომის სემესტრი (ბაკალავრიატი)
  • საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი; საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი 2016-17, 2017-18, 2018-2019 შემოდგომის სემესტრი (მაგისტრატურა) (ინგლისურ ენაზე)