მსახიობი და მოდელი, გალ გადოტი კლეოპატრას როლზე დაამტკიცეს. ამ დრომდე, კინოინდუსტრიაში, გადოტის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად Wonder Woman-ის როლი მიიჩნეოდა. სიმბოლურია, რომ კლეოპატრას შესახებ ისტორიულ დრამასაც, სწორედ “ქალი საოცრებას” რეჟიროსი პატი ჯენკინსი გადაიღებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მაყურებელი ძველი ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე საკულტო ქალის შესახებ გადაღებულ ფილმს იხილავს. 1963 წელს, ეგვიპტის უკანასკნელი დედოფლის როლში ლეგენდარული ელიზაბეთ ტეილორი მოგვევლინა.

რაც შეეხება ახალ ეკრანიზაციას, მასზე კინოსტუდია Paramount Pictures იმუშავებს. გადაღებების დაწყების და პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, კინოსურათის მიმართ დიდი ინტერესი დაანონსებისთანავე გაჩნდა.