სოციალურმა მედიამ სილამაზის ინდუსტრია მნიშვნელოვნად შეცვალა. ხშირად, სოციალურ ქსელებში გაჩენილი ტრენდი, ჩვენი ვიზუალისა და იმიჯის განმსაზღვრელად იქცევა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ახალი ტრენდია ე.წ. მედუზას ვარცხნილობა, რომელზეც დაახლოებით ერთი თვეა, უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს.

როდესაც ახალი პოპულარული ტრენდი ჩნდება, ბუნებრივია, ყველა მისი წარმომავლობით ინტერესდება. “მედუზას ვარცხნილობა” ინსტაგრამსა და პინტერესტზე განსაკუთრებით მას შემდეგ გავრცელდა, როდესაც ნიკოლ კიდმანი The Perfect Magazine-ის ახალ ხმაურიან ფოტოსესიაში არასტანდარტული ვიზუალით გამოჩნდა. მსახიობის ასიმეტრიულმა ვარცხნილობამ ფოტოების გამოქვეყნებისთანავე მიიქცია ყურადღება და არაერთი ინფლუენსერისა და ბლოგერის ახალი იმიჯის შთაგონებადაც იქცა.

მალე კიდმანის ორიგინალურმა ვარცხნილობამ კიდევ უფრო ექსტრემალური სახე მიიღო და ასიმეტრიული ფორმები “მედუზას ვარცხნოლობად” წოდებულ სტილად ტრანსფორმირდა. მიუხედავად პოპკულტურასთან დაკავშირებული საწყისებისა, არაერთი ცნობილი სტილისტი აღნიშნავს, რომ ეს ვარცხნილობა აზიური კულტურიდან მოდის და ანიმე პერსონაჟებშიც საკმაოდ გავრცელებულია.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანამედროვე სამყაროში ხშირად სწორედ სოციალური ქსელები გვკარნახობს რეალური ცხივრების წესს. ამიტამაც სავარაუდოა, რომ “მედუზას ვარცხნილობა” კიდევ ერთი ისეთი ტრენდი იქნება, რომელიც ისნტაგრამის ფიდიდან, ქუჩის ყოველდღიურ სტილშიც გადაინაცვლებს.