ძვირადღირებული აქსესუარების მწარმოებელმა იტალიურმა ბრენდმა Bulgari-მ მსოფლიოში ყველაზე თხელი მაჯის საათი შექმნა. მექანიზმი 1,8 მილიმეტრის სისქის არის, რაც საათების წარმოების ინდუსტრიაში უპრეცედენტო მოვლენაა. მოდელი ბრენდის ხაზის Octo Finissimo-ს საიუბილეო კამპანიის ფარგლებში შეიქმნა.

Octo Finissimo Ultra ლიმიტირებული კოლექციის სახით გამოვიდა, სულ ათ მოდელს აერთიანებს და თითოეულის ღირებულება 440 ათასი ამერიკული დოლარია. მისი შეძენა Bulgari-ის ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი. მინიმალისტური დიზაინის საათის მექანიზმზე ამოტვიფრულია QR კოდი. მისი დასკანერების შედეგად, მფლობელი წვდომას მოიპოვებს უნიკალური არტ ნამუშევრების NFT ფაილებთან, რომლებიც ასევე Octo Finissimo Ultra-ს ექსკლუზიური კოლექციის ფარგლებში შეიქმნა.