ჟასმინის ღვთიური სურნელი...

0
თეთრი ჟასმინი, საოცრად სურნელოვანი, ჰარმონიული სურნელით, სწორედ ივნისის თვიდან ყვავილობს ბუჩქისებრად, ტენიან ნიადაგზე.
როდესაც ამ ფოტოებს ვიღებდი ერთი ისტორია გამახსენდა ჟასმინთან დაკავშირებული.:”ყვა­ვი­ლებს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად, თურ­მე, ჟას­მი­ნი უყ­ვარ­და, ბატონ მუხრან მაჭავარიანს, - ჭეჭ­კე­ტას რა სჯობ­სო, - ამ­ბობ­და (ი­მე­რეთ­ში ჟას­მინს ჭეჭ­კე­ტას ეძა­ხი­ან)! მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­სა­მე დღეს, ზუს­ტად სა­ღა­მოს 8-ის ნა­ხე­ვარ­ზე, სწო­რედ იმ დროს, სუ­ლი უფალ­თან რომ უნ­და წარ­მ­დ­გა­რი­ყო, თით­ქოს რა­ღა­ცის­თ­ვის უნ­და მი­ეს­წ­როო, თბი­ლის­ში, მი­სი სახ­ლის კი­ბე­ზე 6 წლის უც­ნობ­მა ბიჭ­მა აირ­ბი­ნა, ჟას­მი­ნის ტო­ტით, აქო­ში­ნე­ბუ­ლი შე­ვარ­და ოთახ­ში, სა­დაც მიც­ვა­ლე­ბუ­ლი ეს­ვე­ნა და ცხე­დარს ტო­ტი და­ა­დო, წრე და­არ­ტყა და გა­ვარ­და. მე­რე გა­უ­კითხავთ და ის ბავ­შ­ვი სხვა ქუ­ჩის მცხოვ­რე­ბი აღ­მოჩ­ნ­და... დაკ­რ­ძალ­ვამ­დე სკო­ლის ბავ­შ­ვებ­მაც ჟას­მი­ნის თა­ი­გუ­ლე­ბი მი­ი­ტა­ნეს სამ­ძი­მარ­ზე. მეცხ­რე დღე კი სულ­თ­მო­ფე­ნო­ბას და­ემ­თხ­ვა და მთაწ­მინ­დის ტა­ძარ­ში შეკ­ვე­თილ წირ­ვა­ზე მის­მა შვი­ლიშ­ვილ­მა ანი­კამ შე­ნიშ­ნა, ყვე­ლა­ნი ჟას­მი­ნე­ბით მო­ფე­ნილ იატაკ­ზე რომ იდ­გ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­უ­კითხავს ანი­კას: თურ­მე, ღვთის­მ­შო­ბე­ლი რომ მი­იც­ვა­ლა, ქრის­ტეს უსაყ­ვარ­ლეს მო­წა­ფეს, იოანე ღვთის­მეტყ­ველს ჟას­მი­ნი ეკა­ვა ხელ­ში...”
გარდა სურნელისა, ჟასმინის სასარგებლო თვისებებსაც ვერ ავუვლით გვერდს, ჟასმინის ჩაი ხომ რელაქსაციის ერთ -
ერთი საუკეთესო საშვალებაა.
0