Living is colour …


აი, რიგით მეორე ოცნებაც გამიჩნდა, რომელიც ფერებთანაა დაკავშირებული:

ჰოლი- სიყვარულის, ფერებისა და გაზაფხულის დღესასწაული

ჰოლი- ყოველწლიური, პოპულარული, ინდური  ფესტივალია.გრძელდება ორი დღე- თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. ამ დღესასწაულზე ამზადებენ განსაკუთრებულ სასმელს “ტანდაის”, რომელიც შეიცავს მცირე რაოდენობით მარიხუანას, მუსიკა კი ინდური ტრადიციული საკრავებით სრულდება.

ჰოლი – ფერებისა და გაზაფხულის ფესტივალი ინდოეთსა და ნეპალში. იგივე ბენგალიური ახალი წელი. ჰოლი არის თავისუფლების ფესტივალი, თავისუფალი სოციალური ნორმებისაგან. თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანები ფერად საღებავს აყრიან ერთმანეთს, ასხამენ შეღებილ წყალს. ამ დღესასწაულს ყველა ერთად აღნიშნავს, განურჩევლად კასტისა, სოციალური ფენისა, რელიგიური შეხედულებებისა თუ სქესისა.

საქართველოში ესეთი რამ არასდროს ჩატარებულა. ძალიან კარგი იქნება თუ ვინმე გაუკეთებს ორგანიზაციას. ამ . facebook-ში ვნახე გვერდი, სადაც საუბარია ამ ფესტივალის საქართველოში ჩატარების შესახებ. დარწმუნებული ვარ ბევრს მოუნდება მონაწილეობის მიღება მსგავს ფესტივალში, უბრალოდ საჭიროა ბევრი ხალხი და მონდომება 🙂

ამდენი ფერის ერთდროულად დანახვა საოცრად ლამაზია

Comments on: "ჰოლი- გაზაფხულის მოსვლის მახარობელი" (7)

  1. რა მაგარიაააააა,როგორი ფერადი იქნება მართლაც ყველაფერი 🙂

    • ხო, ნეტა ჩატარდებოდეს საქართველოშიც, დარწმუებული ვარ ბევრი მივა, კარგი ორგანიზება უნდა მარტო

  2. ვგიჟდებიიიი! როგორ მინდა ამ დროს ინდოეთშიიიიი.ჩემს გულში ზიხარ თეთიკო

  3. რა მაგარია ხვალე ტარდება ეს ფესტივალი ❤ ხვალე ყველა გავფერადდებით ვინც წამოვა :)))

  4. romel saatze da saaad/?

  5. მაგრა მიყვარს ინდოეთი, განსაკუთრებით კი ჰოლის დღესასწაული

დატოვე კომენტარი