Enjoying your free trial? Only 9 days left! Upgrade Now
Brand-New
Dashboard lnterface
ln the Making
We are proud to announce that we are developing a fresh new dashboard interface to improve user experience.
We invite you to preview our new dashboard and have a try. Some features will become unavailable, but they will be added in the future.
Don't hesitate to try it out as it's easy to switch back to the interface you're used to.
No, try later
Go to new dashboard
Like
Share
Download
Create a Flipbook Now
Read more
თანამედროვე ქართველი მხატვრები Read More
Home Explore ქართველი მხატვრები
Publications:
Followers:
Follow
Publications
Read Text Version
More from Natia Bochorishvili
P:01

ქართველი მხატვრები

P:02

ირაკლი ფარჯიანი

ირაკლი ფარჯიანი დაიბადა 1950 წლის 22 მაისს

ზემო სვანეთში - მესტიაში. ხატვა მცირე ასაკიდან

დაიწყო. სკოლის დასრულების შემდეგ მცირე ხანი

მოსამზადებელ კურსებზე დადიოდა თბილისში,

რის შემდეგაც ხელოვნების აკადემიის სამხატვრო

ფაკულტეტზე ჩააბარა. თბილისის სამხატვრო

აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე ირაკლი 1968-

1974 წლებში სწავლობდა. აქ ჩამოყალიბდა მისი

მხატვრული სტილიც. ირაკლი ფარჯიანის

საყვარელი ჟანრი იყო მინიატურა, რელიგიური

თემატიკა, ხოლო მისი ბერლინის ციკლი

გამოირჩევა მასშტაბურობითა და ახალი

ფერებით. 80-იან წლებში კი, ის თვითონ იწყებს

მისთვის სასურველი პასტელის ფერების

დამზადებას და ამით საფუძველს უყრის

მხატვრობაში ფარჯიანისეულ ხელწერას.

მხატვარი 1991 წლის 23 დეკემბერს, 41 წლის ასაკში

გარდაიცვალა.

P:03

ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრები

ნავები

ხარება

ნატურმორტი

https://1tvscena.ge/exhibition/irakl

i-farjianis-gamofena/

P:04

დიმიტრი ერისთავი

დაიბადა 1931 წლის 18 ივნისს, თბილისში,

1950-1956 წლებში სწავლობდა თბილისის

სამხატვრო აკადემიაში, გრაფიკის

ფაკულტეტზე. 1962 წლიდან

კინოსტუდია „ქართული

ფილმის“ დამდგმელი

მხატვარა. 1985 წლიდან საქართველოს

სახალხო მხატვარია. დიმიტრი ერისთავი

მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე

და პერსონალური გამოფენის ავტორია,

როგორც სამშობლოში, ასევე უცხოეთში.

ასევე 1956 წლიდან, ასამდე წიგნის და

მრავალი ჟურნალის ილუსტრატორია.

ავტორია კინოაფიშებისა: „სხვისი

შვილები“, „ქორწილი“, „მე, ბებია, ილიკო

და

ილარიონი“, „გიორგობისთვე“, „ყვარყვარე“,

„ცისფერი მთები“, „ექსპრეს-ინფორმაცია“.

გარდაიცვალა 2021 წლის 5 აგვისტოს, 90

წლის ასაკში.

P:05

დიმიტრი ერისთავის ნამუშევრები

ლაღიძის წყლები

ბოშა ქალები

https://youtu.be/mjepj-Xiuoc

P:06

თემო ჯაფარიძე

თემო ჯაფარიძე დაიბადა 1937 წლის 27

მარტს ქალაქ თბილისში. დაამთავრა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

დასავლეთ ევროპის ენებისა და

ლიტერატურის ფაკულტეტის ინგლისური

ენის განყოფილება. გამოფენებში

მონაწილეობს 1964 წლიდან. ხატვის

პარალელურად თემო ჯაფარიძე წერდა.

ოთხმოცდაათიანი წლების მეორე

ნახევრიდან მისი ლიტერატურული

ნამუშევრების ბეჭდვა დაიწყო. თემო

ჯაფარიძე ქართულ მხატვრულ ფილმებშია

გადაღებული. მისი ნამუშევრები დაცულია

საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო და

ლიტერატურულ, მოსკოვის აღმოსავლეთის

ხალხთა ხელოვნების მუზეუმებში, რუსეთის,

საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის,

იტალიის, აშშ-ის კერძო კოლექციებში.

P:07

თემო ჯაფარიძის ნამუშევრები

ძაღლი და ხე

ფარდა

კომპოზიცია

მუდამ მიმავალნი

https://1tvscena.ge/exhibit

ion/temo-jafaridzisgamofena/

P:08

ლევან ცუცქირიძე

ფერმწერი, გრაფიკოსი და პედაგოგი, ქართული

მონუმენტური ფერწერის ოსტატი, საქართველოს

დამსახურებული მხატვარი (1967), პროფესორი

(1990), ანდერსენ-ნექსეს სახელობის

საერთაშორისო დიპლომის მფლობელი (1974)

დაიბადა 1926 წლის 12 იანვარს ხაშურში. ლევან

ცუცქირიძის პირველი პერსონალური გამოფენა

მოეწყო თბილისში, 1959 წელს. ამის შემდეგ მისი

პერსონალური გამოფენები სხვა და სხვა დროს

მოეწყო თბილისში, მოსკოვში,

აგრეთვე, გერმანიაში, ბელგიაში, ლუქსემბურგში, ა

ვსტრიაში, იუგოსლავიაში, აშშ-ში და სხვა

ქვეყნებში. გოეთეს „ფაუსტის“ მიხედვით შექმნილი

მისი

ნამუშევრებიგამოფენილია ვაიმარში (გერმანია),

გოეთეს სახლ-მუზეუმში. მისი ტილოები

გამოფენილია, აგრეთვე, საქართველოს

ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტში, არაერთ კერძო

კოლექციაში. 2016 წლის 12 იანვარს ქართული

ხელოვნების განვითარებაში შეტანილი

განსაკუთრებული წვლილისთვის, ხელოვნების

ქურუმის წოდება მიენიჭა. გარდაიცვალა 2021

წლის 17 ნოემბერს,

P:09

ლევან ცუცქირიძის ნამუშევრები

ცხენები

წმინდა გიორგი

ქართული ცეკვა

ვეფხი და მოყმე

https://1tvscena.ge/exhibition/levantsutsqiridzis-gamofena/

P:10

ჯიბსონ ხუნდაძე

ჯიბსონ ხუნდაძე დაიბადა 1926 წლის 18 ნოემბერს

ქ. თბილისში. სკოლის დასრულების შემდეგ, 1940-

1944 წლებში სწავლა განაგრძო სამხატვრო

ტექნიკუმში, ხოლო 1944-1952 - წლებში სამხატვრო

აკადემიაში. ჯერ კიდევ სამხატვრო ტექნიკუმში

სწავლის დროს, ჯიბსონ ხუნდაძე, ეზიარა

იტალიურ, ფრანგულ და ესპანურ კულტურას.

კომუნისტური იდეოლოგია მკაცრად

აკონტროლებდა ხელოვნების ყველა სფეროს და

ყველა ხელოვანს. მისთვის მიუღებლებს ხალხის

მტრისა და ფაშისტის იარლიყით საზოგადოებისგან

მოკვეთა ელოდა. მხატვართა კლუბში, მორიგ

შეკრებაზე, ლადო გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე

ხალხის მტრად იქნენ გამოცხადებულნი.იქ

დამსწრეთაგან ,ვერავინ ვერ გაბედა ხმა აემაღლებინა

ამ უმსგავსობის წინააღმდეგ. დარბაზის უკანა

რიგებიდან ახალგაზრდა ყმაწვილი კაცი ყვირილით

წამოდგა და ხმამაღლა განაცხადა, რომ

გუდიაშვილიც და კაკაბაძეც ნამდვილი ეროვნული

მხატვრები იყვნენ. . . ეს იყო პირველი სერიოზული

განაცხადი ჯიბსონ ხუნდაძისა, რომელსაც უკვე

კარგად იცნობდნენ მხატვრულ სამყაროში. ჯიბსონ

ხუნდაძე, როგორც დიდი ხელოვანი, თავიდანვე

აღიარებული და პოპულარული იყო. მისი სახელი

შეტანილია კემბრიჯის ცნობილ პიროვნებათა

საერთაშორისო ენციკლოპედიაში. ჯ. ხუნდაძე

გარდაიცვალა2022 წელს.

P:11

ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრები

,, სავარძელი“.

“ფერწერაში მნიშვნელოვანია,

ჩაწვდე იმას , რაც არ ჩანს, მაგრამ

არსებადია. იქ უნდა იგრძნო

ადამიანი ,ხმები, რომლებიც

გესმის.”

https://1tvscena.ge/exhibition/jibson-khundadzis-gamofena/

რაჭა, სოფ. ხეითი

P:12

ედმონდ კალანდაძე

დაიბადა 1923 წლის 4 მაისს სოფ. ხიდისთავში. 1956 წელს

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1972-1986

წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი.

1986 წლიდან იყო საქართველოს სამუზეუმეო

გაერთიანებასთან არსებული სახვითი ხელოვნების თეორიისა

და პრაქტიკის სინთეზის სახელოსნოს ხელმძღვანელი. 1991

წლის 9 ივლისიდან 1992 წლის 24 ნოემბრამდე

იკავებდა საქართველოს კულტურის მინისტრის

თანამდებობას.

მისი ადრეული პორტრეტები ლირიკული ხასიათისაა.

შემდეგ შექმნა პუანტილისტური პორტრეტები და პეიზაჟები.

მომდევნო ნამუშევრებში უარყო პუანტილიზმი, მაგრამ

შეინარჩუნა კოლორიტის სიმდიდრე. გამოფენები ჰქონდა

გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ლუქსემბურგში,

ბრაზილიაში, თურქეთში, რუსეთსა და საქართველოში.

მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი. მისი

ნამუშევრები დაცულია: საქართველოს საპატრიარქოში,

ეროვნულ მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში (მოსკოვი,

რუსეთი), აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში

(მოსკოვი, რუსეთი), ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი

(ბუენოს-აირესი, არგენტინა), ხელოვნების მუზეუმი

(სტამბული, თურქეთი); კერძო კოლექციები.

P:13

ედმონდ კალანდაძის ნამუშევრები

ჩაქცეული სახლი. ტილო. ზეთი თივის ზვინი. ტილო. ზეთი ჩრდილიანი. მუყაო. ზეთი

https://youtu.be/fwCjksXh2bI

P:14

შალვა მატუაშვილი

შალვა მატუაშვილი (დ. 29

აგვისტო, 1958, წინანდალი, თელავის

რაიონი) — ქართველი მხატვარი. 1980

წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო

აკადემია. გამართული აქვს არაერთი

პერსონალური გამოფენა, აგრეთვე

მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ

გამოფენებში როგორც ადგილობრივ,

ასევე საერთაშორისო მასშტაბით. შალვა

მატუაშვილის ნამუშევრები ინახება:

სურათების ეროვნულ გალერეაში

(თბილისი), ტრეტიაკოვის

გალერეაში (მოსკოვი), აღმოსავლური

ხელოვნების მუზეუმში (მოსკოვი) და

კერძო კოლექციებში.

P:15

შალვა მატუაშვილის ნამუშევრები

შემოდგომა. ტილო. ზეთი აპრილის საღამოები - იასამანი.

ტილო.ზეთი

წინანდალი. ტილო. ზეთი

https://youtu.be/K8Flg6aqXxU

P:16

კოკი მახარაძე

დაიბადა 1929 წელს ქალაქ ოჩამჩირეში.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო

აკადემია 1953 წელს.

1973 წლიდან თბილისის სამხატვრო

აკადემიაში ეწეოდა პედაგოგიურ

მოღვაწეობას. მნიშვნელოვანი

ნამუშევრები თბილისში: \"სუვოროვი და

ბაგრატიონი ალპებში\" (1952), \"ასპინძის

ბრძოლა (1961)\", ალეგორიული

ხასიათის დიდი ტილო \"მიწა ქართული\"

(1967, საქართველოს ხელოვნების

მუზეუმი, თსუ ინტერიერი - 1972),

\"თეთრი ხარი\" (1975), \"დიდგორი\"

(1985), \"ამაღლება\" (1987), \"ცეცხლითა

და მახვილით\" (1988), სერია \"ძველი

თბილისი\" (1989). გააფორმა მრავალი

წიგნი. ნაყოფიერად მოღვაწეობდა

ჟურნალ-გაზეთებში (\"კომუნისტი\",

\"პიონერი\" და სხვ.). ფერმწერი,

გრაფიკოსი, ბატალისტი.

გარდაიცვალა 1992 წლს.

P:17

კოკი მახარაძის ნამუშევრები

ნიკოლოზ ბარათაშვილის

პორტრეტი. ტილო. ზეთი

თეთრი ხარი. ტილო. ზეთი. ძველი თბილისი. ტილო. ზეთი

P:18

მადლობა

ყურადღებისთვის!

ნათია ბოჭორიშვილი

Create a Flipbook Now
Explore more