Enjoying your free trial? Only 9 days left! Upgrade Now
Home Explore კეთილი ბებერი ბუები
Like this book? You can publish your book online for free in a few minutes! Create your own flipbook
View in Fullscreen

კეთილი ბებერი ბუები

Published by marinagorozia5, 2022-11-24 13:00:29

Description: კეთილი ბებერი ბუები

Keywords: ქართული ენა

Read the Text Version

No Text Content!

რევაზ ინანიშვილი კეთილი ბებერი ბუები


იყო ორი ბუ,ძალიან ბებერი და საბრალობელი ბუ. შვილები აღარ უჩნდებოდათ,ისხდნენ ვეება მუხის ფუღუროში და ან ეძინათ,ან თავიანთ უბედობაზე ბუზღუნებდნენ:-შუ-ბუ! შუ-ბუ!- რაღაა ჩვენი სიცოცხლე,რისთვისღა ვარსებობთო.


მაგრამ ერთ საღამოს მათთვისაც მოხდა ახალი რამ. ის იყო, ბუები ფუღუროდან უნდა გამოფრენილიყვნენ, რომ უჩვეულო ხმა შემოესმათ.გადასწიეს თავები,ჩაიხედეს ძირს და რას ხედავენ:ძალიან ლამაზი პატარა ბავშვი შემოსულა ტყეში,დგას მუხის ძირას,ფუნჩულა ხელები თვალთან მიუტანია და ტირის.


ბებერმა ბუებმა ერთმანეთს შეხედეს,-ამ ბავშვს აქ რა უნდაო,-მაგრამ რადგანაც არც ერთმა იცოდა ეს და არც მეორემ,ისევ ძირს დაიწყეს ყურება.


იტირა პატარა ბავშვმა, დაიღალა ტირილით,ჩაწვა ბალახებში,მოიკუნტა, ისედაც პატარა , მთლად დაპატარავდა და ამ ტირილსა და სლუკუნში ჩაეძინა.


ბებერი ბუები ერთმანეთს უყურებდნენ გიზგიზა ყვითელი თვალებით,რა ვქნათ,როგორ მოვიქცეთო.


შესცივდება,- თქვა დედა ბუმ. -ჰო,შესცივდება,- მიუგო მამა ბუმ.


ღამღამობით ახლა უკვე ძალიან ცივა. მართალია,ღამღამობით ძალიან ცივა.


რა მშვენიერი ბავშვია! მაგასაც ხომ დედა ეყოლება? დედაც ეყოლება და მამაც.ჩავფრინდეთ და ფრთები გადავაფაროთ!


გადავაფაროთ,გადავაფაროთ. მოდი ფრთები გადავაფაროთ.


ბუები ფუღუროდან გამოფრინდნენ,გაშალეს დიდი,თბილი ფრთები და ბავშვს მთელ სიგრძეზე გადააფარეს.


ბებერი ბუები გაშეშებულები ისხდნენ და ამაყად თავაღერილები გადასცემდნენ თავიანთი სხეულის სითბოს პატარა ბავშვს.პატარებს ხომ ღამღამობით ყველას სჭირდება სითბო,-ბუებსაც და ადამიანებსაც!


გათენებისას ტყეში ხმაური ატყდა.მოისმა ძაღლების ყეფა და თოფის სროლა.ბუებმა ერთხანს კი ითმინეს,მაგრამ მერე ვეღარ გაუძლეს შიშს,აფრინდნენ და ფუღუროს შეაფარეს თავი.


მოცვივდნენ ძაღლები,მოირბინეს ადამიანებმაც,მოანათეს ფარნები,ჩაიჩოქეს ბავშვთან,აიყვანეს ხელში,დაუწყეს კოცნა,ხელებით უსინჯავდნენ სხეულს,უკვირდათ,სულ რომ არ შესცივნოდა,ცისკენ იყურებოდნენ,ბებერი ბუებისკენ კი არავის ამოუხედავს..


ბებერი ბუები თავიანთ ფუღუროში ისხდნენ.ხან ტყის სიღრმისკენ მიმავალ ადამიანებს უყურებდნენ,ხან ერთმანეთს შეხედავდნენ.როცა ყველანი გაუჩინარდნენ,ფუღუროში ჩაღრმავდნენ,კრუსუნით,მხრების აწევით შეუქციეს ზურგი ერთმანეთს,თავი მხრებში ჩარგეს და სანამ ჩაიძინებდნენ,ჩვეულებისამებრ აბუზღუნდნენ: შუ -ბუ!შუ -ბუ! - რაღაა ჩვენი სიცოცხლეო.


მაგრამ ძალიან მალე გაჩუმდნენ,შემობრუნდნენ, გვერდი გვერდს მიაყუდეს,თავითავს და ასე ჩაიძინეს.


დასასრული პრეზენტაციის ავტორი:მარინა გოროზია