• 15-09-2023
    როდრიგო დე პაული ტრავმირებულია
    როდრიგო დე პაული ტრავმირებულია
    Author of the article
    Aa

    მადრიდის "ატლეტიკომ" დაადასტურა, რომ გუნდის ნახევარმცველი როდრიგო დე პაული ტრავმირებულია.

    არგენტინელმა შუახაზელმა ბარძაყის დაზიანება სანაკრებო პაუზის მიმდინარეობისას მიიღო. როდრიგო ბოლივიასთან მატჩს, რომელიც "ალბისელესტემ" ანგარიშით 3:0 მოიგო, ნაადრევად გამოეთიშა და ვერც "როხიბლანკოს" ხუთშაბათის ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.

    "ინდიელები" არ აზუსტებენ, თუ როდის დაბრუნება 29 წლის ფეხბურთელი. ყველაფერს გამოჯანმრთელების ტემპი განსაზღვრავს.

    ესპანური მედიის ინფორმაციით, დე პაული ლა ლიგის მომდევნო ტურის მატჩს აუცილებლად დააკლდება. დიდი ალბათობით, იგი არც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, რომის "ლაციოს" წინააღმდეგ იქნება.

    როდრიგოს დაბრუნებას მომდევნო უქმეებზე, მადრიდის "რეალთან" უნდა ველოდოთ.

    შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოსთვის" ტრავმიანობა საკმაოდ აქტუალურ პრობლემად იქცა. ლაზარეთში ახლა რეინილდო, ჩაგლარ სოიონჯუ, კოკე და მემფის დეპაი იმყოფებიან.

    Facebook კომენტარები