ჰოლივუდის ვარსკვლავები რომლებსაც ბანაობა არ უყვართ და ჰიგიენის საშუალებებზე უარს ამბობებენ

ჰოლივუდის ვარსკვლავები რომლებსაც ბანაობა არ უყვართ და ჰიგიენის საშუალებებზე უარს ამბობებენ

ალბათ ბევრჯერ შეუწუხებიხართ სხვა ადამიანს იმის გამო, რომ მისთვის ბანაობა და ელემენტარული ჰიგიენის ნორმების დაცვა ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არ არის.

არ იფიქროთ, რომ ეს პრობლემა მხოლოდ თქვენს ახლობლებს აწუხებთ, ჰიგიენის ნორმებთან ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავებიც არ მეგობრობენ.

გვინეტ პელტროუ

მსახიობი გვინეტ პელტროუ ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ დეოდორანტს არასოდეს ხმარობს.

2013 წელს met gala-ს დაჯილდოვების ცერემონიალზე მან გარშემომყოფები ფაქტიურად "დატანჯა", რადგან მძიმე განათებების შედეგად საშინლად ყარდა. რაც მის გარშემომსხდომმა ადამიანებმა აღნიშნეს.

გვინეტ პელტროულ აცხადებს, რომ დეოდორანტს ჯანმრთელობის გაფრთხილების მიზნით არ იყენებს. ის თვლის რომ შესაძლოა იღლიის სისუფთავემ სიმსივნე მოუტანოს.

ლეონარდო დიკაპრიო

ამ სიაში ლეონარდო დიკაპრიოს მოხვედრის გამო, ალბათ არაერთ გოგონას დაწყდა გული. დიკაპრიო იმდენად ჩართულია გარემოს დაცვაში, რომ წყლის რესურსების დაზოგვის მიზნით შხაპის ხშირად მიღებაზე უარს ამბობს. იგი მხოლოდ კვირაში ორჯერ, შენახული წყლის მარაგით იღებს შხაპს, ასევე არ ხმარობს დეზოდორანტს, რადგან “არაბუნებრივად” თვლის. ამბობენ, რომ ის ხშირად ნაგავსაც არ ყრის.

ჯულია რობერტსი

დაუჯერებელია, მაგრამ უსიამოვნო სურნელი აქვს ჯულია რობერტსს. ჯულია ნამდვილი ჰიპია და უარს ამბობს დეზოდორანტებისა და სხვა ჰიგიენურ საშუალებებზე. მათ შორის, საპონზეც. გარემოს და რესურსების გაფრთხილების მიზეზით მას შეუძლია რამდენიმე დღე არ დაიბანოს. სამაგიეროდ, უყვარს ბუნებრივი ეთერზეთები. გარდა ამისა, ჯულია, იმის გამო, რომ ძალიან მშრალი თმა აქვს, თავსაც იშვიათად იბანს.

ბრედ პიტი

დაუჯერებელია, მაგრამ ხშირად შხაპის მიღებას თურმე ბრედ პიტიც კი ვერ ახერხებს. ეს ინფორმაცია მსახიობ ელი როთისგან გახდა ცნობილი. ერთ-ერთ ჟურნალთან საუბრისას, მან განაცხადა, რომ ბრედ პიტმა ასწავლა როგორ გაისუფთავოს სხეული სველი ხელსახოცებით.

“ბრედმა მირჩია, როცა შხაპისთვის დრო არ გრჩება, უბრალოდ აიღე ბავშვის სველი ხელსახოცი და იღლიები გაიწმინდეო” – აღნიშნა როთმა.”მე ექვსი შვილი მყავს და ჩვილის ხელსახოცებთან ახლო შეხება მაქვს. მთელი დღე გადარბენაზე ვარ და შხაპისთვის დრო არ მრჩებაო, მითხრა ბრედმა”, – დასძინა მსახიობმა.

კამერონ დიასი

კამერონ დიასიც იმ მსახიობების რიცხვს ეკუთვნის, რომელიც ანტი პერსპირანტს არ იყენებს. მან ამ საშუალებაზე ოცი წლის წინ თქვა უარი. ის თვლის, რომ ანტიპერსპირანტი მავნებელია და უფრო აძლიერებს ჭუჭყის სუნს.

მოკლედ, ეს არის იმ მსახიობების არასრული ჩამონათვალი, ვინც სისუფთავესთან მწყრალად არის. თუ თქვენც ასეთი ადამიანების რიცხვში ხართ, ნუ გაგეხარდებათ, იცოდეთ რომ ყველა დაგცინით დაუბანელი თავის და ოფლის სუნის გამო.