ძუძუ არ დამალო – ბიუჯეტი იხდის!

ძუძუ არ დამალო – ბიუჯეტი იხდის!

რომის იმპერია, როგორც სხვა არაერთი, გარყვნილების მორევში დაინთქა. თანამედროვე ქართველი პატრიციებიც იმავე გზად დაადგნენ და ვიდრე პატიმრებს ციხეში სხვადასხვა საგნების გამოყენებით აუპატიურებდნენ, ისინი („ნაცმოძრაობის“ ელიტა) სტრიპ–კლუბებში იკმაყოფილებდნენ ვნებას, ხოლო ამისგან თავისუფალ დროს პატიმრებს დასცინოდნენ. ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი იხსენებს: „როდესაც პროტესტი გამოვთქვი და დავგმე ეს საქციელი, გიორგი არველაძის „ფეისბუქის“ გვერდზე გავაკრიტიკე ადამიანები, რომლებსაც კვლავ მოსწონდათ ხელისუფლება. მისმა მეუღლემ საპასუხოდ დამიდო ფოტოკოლაჟი, სადაც მიმყავს ნაციონალების კონცერტები. არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ შეიძლება, ერთ დღეს გიორგი არველაძე აღმოჩნდეს იმ ბიჭების ადგილას და ალბათ მერე მას აღარ ექნებოდა სურვილი, დაედო წამების კადრები „ფეისბუქზე“ და ირონიული კომენტარები გაეკეთებინა. არველაძემ მოგვიწოდა ყველას, გამოგვეთქვა ჩვენ–ჩვენი მოსაზრება, რას ვფიქრობდით იმაზე, რომ კადრებში პატიმრებს სხვადასხვა შლემი ახურავთ და სხვადასხვა ტარები აქვთ გაკეთებული... მოგვიწოდებდა, ეს განგვეხილა და ამაზე გვეცინა“.

გულიანად იცინის სხვა ცოლ–ქმრული წყვილიც – გიგი უგულავა და ლელა კილაძე. მათთვისაც აქტუალურია შლემების, ტარების და სადო–მაზო ატრიბუტიკა. რომაელ პატრიციებს ფანტაზია არ ჰყოფნიდათ, ისე ეტარებინათ დრო ტრანსვესტიტებისა და მეძავების გარემოცვაში, როგორც ამას თბილისის მერი და მისი მეუღლე ახერხებენ. რამდენიმე წლის წინ უგულავამ საკუთარ ცოლს ესთეტიკური ქირურგია – თეძოების კორექცია და ბოტოქსის ჩატუმბვა თბილისის ბიუჯეტიდან დაუფინანსა. თბილისელები მაშინ სიმწრით ხუმრობდნენ, გადასაკეთებელი ქალის გამო რომ არ დაენგრია ოჯახი, სხვა ვერავინ იპოვნაო?! უგულავამ არ ვიცი, მაგრამ ლელა კილაძემ კი მართლაც მიაგნო ქერის ორმოს: მისი „ხუთვარსკვლავიანი“ მშობიარობა და თანმხლებ პირებთან ერთად „კაზინო–ტურების“ მოწყობა იმდენივე ჯდება, რამდენიც ყველა თბილისელი პენსიონერისთვის ელემენტარული სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა რას დაგიდევენ ამას პატრიციები?

კიდევ ერთი პატრიცია, ოღონდ გვარად დელონი სტრიპ–კლუბ „დივას“ მფლობელია. „ეს უფრო თეატრია, ვიდრე ცეკვა“ – აცხადებს იგი ამაყად და თბილისის ცენტრში მოქმედ ამ დაწესებულებაში ეპატიჟება „თეატრალებს“. თუ „დივა“ თეატრია, მაშინ რობერტ სტურუა მართლაც გასაშვები ყოფილა რუსთაველის თეატრიდან, რადგან მას წარმოდგენაც კი არ ჰქონია, თუ რა არის ჭეშმარიტი თეატრი! თეატრი ძვირად ღირებული სიამოვნებაა და მასთან ზიარებისთვის ჩვენი პატრიციები ფულს არ ზოგავენ. სტრიპ–კლუბ „დივაში“ მიღებული „ესთეტიკური“ სიამოვნებისთვის მხოლოდ 5 დღეში 5 ათას 129 დახარჯეს, რომელიც ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდიდან გადაირიცხა. ანგარიშფაქტურების დანართში მითითებული ბილეთების რაოდენობიდან ჩანს, რომ „დივას“ ძირითადად 2 ადამიანი სტუმრობდა, ერთხელ კი იქ სიამოვნება 4 პირს ერთად მიუღია.

ანგარიშფაქტურაში, ცხადია, გვარები არ წერია; უცნობია, „თეატრში“ არველაძეების წყვილი ბრძანდებოდა, უგულავა–კილაძის ტანდემი თუ ოთხივენი ერთად, მაგრამ ბიუჯეტის ხარჯზე საკუთარი ვნებების დაკმაყოფილება რომ ჩვევად ექცათ, ეს ყველასათვის კარგად არის ცნობილი. 100–ლარიანი პენსიონერისთვის უთუოდ დიდ შვება იქნება, რომ ეს ელიტური „ნაცები“ მხოლოდ სასმელსა და სიგარებში 1500 ლარს ხარჯავენ. 1000–ლარიანი ვაუჩერების მომლოდინე ამომრჩეველს კი გულს გაუთბობს „მეტი სარგებელი“, რომელსაც ბობოლა ნაციონალები სტრიპ–კლუბის პატრონს ჩუქნიან თბილისელების ხარჯზე. ყველა დოკუმენტში ცალკეა მითითებული მომსახურების ხარჯი, რაც „სტრიპტიზიორშას“ პრივატულ მომსახურებას გულისხმობს. დაახლოებით 100 დოლარად გოგონები თვითონ იხდიან, ფულს კი იმ ბიუჯეტიდან იღებენ, რომელიც თბილისელების გახდის ხარჯზე გროვდება.

ყურადღებით ჩაიკითხეთ ეს ანგარიშ–ფაქტურები და მიხვდებით, რატომ ჩამოგდით ჭერში წყალი, რატომ იხდით ნაგავს დენის მიხედვით და რატომ ხართ მშიერი! მხოლოდ „დაცემულ ანგელოზში“ (უცნობია, ეს კოქტეილის სახელია, თუ რომელიმე „თეატრალურ“ სიამოვნებაზე მინიშნება) ჩვენი ჯიბიდან 150 ლარზე მეტია გადახდილი, ხოლო „პლატინიუმში“ (ნეტავ რა უნდა იყოს?) – 250 ლარამდე. შოკოლადი 150 ლარისა მიურთმევიათ, სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის ღირებულება კი ათასებს აღწევს. არის კიდევ ერთი იდუმალი გრაფა, სახელწოდებით „ფ.ა“, რომელშიც 84 ლარი და 75 თეთრი გადაუხდიათ.

თუმცა, რას გადავეკიდეთ ამ ერთ ანგარიშფაქტურას, ასეთი ამ ცხრა წლის განმავლობაში, ალბათ, ათასობით გამოწერილა, ხოლო „ნაციონალური“ პატრიციების დროსტარებაში მილიონობით ლარი დახარჯულა! ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სტრიპ–კლუბში გადარიცხული თანხები ბიუჯეტიდან სწორედ იმ „ლიბერთი ბანკის“ გავლით ირიცხებოდა, რომლის სათავო ოფისში არჩევნებამდე ორი დღით ადრე გრანდიოზული ხანძარი აგიზგიზდა! მთელი საქართველო „ნაციონალების“ მიერ დოკუმენტების განადგურებისთვის დანთებულმა ხანძრებმა მოიცვა, მაგრამ ცეცხლმა ჯერაც ვერ ჩამორეცხა ის კმაყოფილი ღიმილი, რომელიც ნაპატივებ ფიზიონომიებზე აქვთ აღბეჭდილი!

ცოლი სახლში შევარდა და ქმარს ამცნო, ეს–ესაა, სადარბაზოში გამაუპატიურესო! ქმარმა შეხედა და უთხრა: – ლიმონი შეჭამეო! ცოლი აღშფოთდა: – რა შუაშია ლიმონი, ხომ გითხარი, გამაუპატიურესო! ქმარმა უპასუხა: – ლიმონი შეჭამე, თორემ შენს კმაყოფილ სახეს ვერ ვუყურებო!

ლიმონი მაინც შეჭამეთ, „ნაციონალ–პატრიციებო“!