გალ გადოტი კლეოპატრას როლს შეასრულებს

გალ გადოტი კლეოპატრას როლს შეასრულებს

სტუდია Paramount-მა ეგვისპტეს დედოფლის, კლეოპატრას შესახებ ბიოგრაფიული ფილმის შექმნის უფლებები შეიძინა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მთავარ როლს სურათში ისრაელელი მსახიობი გალ გადოტი შეასრულებს, რომელმაც სახელი ქალი-საოცრებას როლით გაითქვა. სურათის რეჟისორი „ქალი-საოცრებას“ დამდგელი პეტი ჯენკინსი იქნება, სცენარს კი ლაეტა კალოგრიდისი დაწერს.

კლეოპატრას შესახებ ფილმის გადაღების იდეა გადოს ეკუთვნის, ის ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება. სურათის პრემიერის თარიღის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.