პარიკი, ხელოვნური წვერი და გრიმი - როგორ ინარჩუნებდა ისრაელის პრეზიდენტი გადაადგილებისას ანონიმურობას

პარიკი, ხელოვნური წვერი და გრიმი - როგორ ინარჩუნებდა ისრაელის პრეზიდენტი გადაადგილებისას ანონიმურობას

ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურმა, „შინ ბეთმა“ ისრაელის პრეზიდენტის, რეუვენ რივლინის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც მას გადაადგილებისას ანონიმურობის შესანარჩუნებლად ხელოვნური წვერი და პარიკი უკეთია.

როგორც ისრაელური მედია იუწყება, ამგვარი გადაცმის საშუალებით ქვეყნის პრეზიდენტს ანონიმურობის შენარჩუნებისა და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ეძლეოდა.

„რამდენიმე საათის განმავლობაში, პრეზიდენტი სრული ანონიმურობით სარგებლობდა „შინ ბეთის“ ოპერმუშაკებთან ერთად, რომლებიც კარგად არიან მომზადებულნი „უხილავი დაცვის“ კუთხით მუშაობისთვის“, - ნათქვამია ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

„შინ ბეთში“ არ დაუკონკრეტებიათ, როდის იყო გადაღებული გავრცელებული ფოტო.

აღსანიშნავია, რომ დღეს რეუვენ რივლინის საპრეზიდენტო მანდატი იწურება. მას ისრაელის სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე იცხაკ ჰერცოგი ჩაანაცვლებს.