ბებიები და... საქორწინო ბეჭდები

ბებიები და... საქორწინო ბეჭდები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?! – თუმცა, ისინი ნაკლებად ფიქრობდნენ ფსიქოლოგიაზე და ინტუიციით მოქმედებდნენ. კიდევ... უსმენდნენ საკუთარ ბებიებს, რომლებიც მათ ასწავლიდნენ ძველ სიბრძნეს... სინჯეთ, იქნებ მართალია?!

არასოდეს ათხოვოთ ჯვარდაწერილი საქორწინო ბეჭედი სხვას, თუნდაც თქვენს საუკეთესო დაქალს. არც ქორწილამდე და არც ქორწილის მერე. მით უმეტეს, არ მისცეთ უფლება, თითზე მოირგოს, თორემ მეუღლესთან დიდხანს ვერ იქნებით.

ნუ დააგირავებთ საქორწინო ბეჭედს, როგორც უნდა გაგიჭირდეთ ფინანსურად – სიყვარული წავა.

ქორწილის დღეს იმ თითზე, სადაც საქორწინო ბეჭედს გაიკეთებთ, მეორე ბეჭედი აღარ გაიკეთოთ – ღალატია მოსალოდნელი.

სასურველი არ არის მშობლების საქორწინო ბეჭდებით დაქორწინება. ზუსტად გაიმეორებთ მათ ოჯახურ ურთიერთობას.

თუ მოახერხებთ და ქორწილის დღეს ნეფის ან პატარძლის საქორწინო ბეჭედს შეეხებით, თქვენი ქორწილიც მალე იქნება.

არ შეიძლება ჩხუბის ან კამათის დროს პარტნიორისთვის საქორწინო ბეჭდის სროლა. ბედისწერა სამუდამოდ დაგაშორებთ.

თუ ცოლ-ქმრის საქორწინო ბეჭდები სხვადასხვა ადგილას შეიძინეთ ან დაამზადებინეთ, ოჯახში თითოეულს საკუთარი ცხოვრება ექნება...