კონსტიტუციის ჭრა-კერვა გახდა არასერიოზული საქმე და ქვეყნისთვის საზიანო

კონსტიტუციის ჭრა-კერვა გახდა არასერიოზული საქმე და ქვეყნისთვის საზიანო

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განმარტა, რატომ თქვა პარტიამ უარი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

”პირველი არის ის, რომ კონსტიტუციის ჭრა-კერვა გახდა არასერიოზული საქმე და ქვეყნისთვის საზიანო. მეორეც, პარლამენტის თავმჯდომარემ კარი მოუჯახუნა ოპოზიციას და თქვა, რომ „ჩვენ განსაზღვრული გვაქვს რა უნდა მივიღოთ“. ამიტომ, კომისიაში საუბარს, არგუმენტაციას, დიალოგს აზრი დაუკარგეს. ასევე, ჩვენ წინა კომისიაში ვნახეთ, რომ კომისიის შიგნით და საჯარო განხილვებზე ლაპარაკობდნენ ერთს და ბოლო მომენტებში ცვლიან საკვანძო საკითხებს. ცვლიან და ატყუებენ არამარტო ხალხს, არამედ ვენეციის კომისიასაც, რომელიც გაკვირვებული და იმედგაცრუებული დარჩა. როცა ვიცით, ბოლო თვების განმავლობაში, როგორ იქცევა „ქართული ოცნება“, ნამდვილად ვერ ვხედვათ აზრს მონაწილეობა მივიღოთ კომისიის მუშაობაში“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.