ტოპ 5 ყველაზე „ცხელი“ ქართველი მამაკაცი, რომლებთან რომანზე უარს არც ერთი ქალი იტყოდა

ტოპ 5 ყველაზე „ცხელი“ ქართველი მამაკაცი, რომლებთან რომანზე უარს არც ერთი ქალი იტყოდა

მეხუთე ადგილი

აღმოსავლური ორთაბრძოლების წარმომადგენელი, კინორეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერი 31 წლის რატი წითელაძეა. მისი პოპულარობა ქართველ გოგონებში დღითიდღე იზრდება. თავის გამომწერებს ახალგაზრდა მსახიობი ხშირად ანებივრებს თამამი ფოტოსესიებით. ის სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სარეკლამო კამპანიებში იღებს მონაწილეობას.

მეოთხე ადგილი

ბოლო რამდენიმე წელია, თორნიკე გოგრიჭიანი მსახიობ მამაკაცებს შორის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახედ მიიჩნევა. თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობს პოპულარობა ისეთმა სატელევიზიო როლებმა მოუტანა, როგორიცაა - „გოგონა გარეუბნიდან“ და „ხელოვნური სუნთქვა“.

მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე დაოჯახებულია, ქართველი გოგონების გულები უკვე წლებია, რაც დაიპყრო და ტოპ-ცხელი მამაკაცების სიაში მეოთხე ადგილს ღირსეულად იკავებს.

მესამე ადგილი

ირაკლი მაქაცარია - სექსუალური ქართველი სასიძოა, რომელმაც ქართველი გოგონების გარდა, მთელი უკრაინა მოხიბლა საკუთარი შარმით, ქარიზმატულობით და ცეკვის ნიჭით.

ახალგაზრდა ბიზნესმენი ხშირად ჩნდება კამერების წინაშე სხვადასხვა სატელევიზიო შოუში და შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დიდი ხანია მისი თაყვანისმცემლების არმია გასცდა საქართველოს ფარგლებს, ხოლო მისი გულისთვის კი დღემდე არაერთი ცნობილი წარმატებული და ლამაზი გოგო იბრძვის.

მეორე ადგილი

ამ ქართველმა მამაკაცმა თაყვანისმცემლები ჯერ რადიოს წამყვანის მომნუსხველი ხმით მოიპოვა. შემდგომ სატელევიზიო სივრცეში გამოჩნდა და მისი გულშემატკივრების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.

„ ცხელი მამაკაცების“ სია მირიან, იგივე მიკი ჯეჯელავას გარეშე წარმოუდგენელია. მსახიობს, ტელე-რადიოწამყვანს და უკვე ბიზნესმენს უამრავი ახალგაზრდა გოგონა ეტრფის. მას ძალიან ამსგავსებენ მსახიობ ჯუდ ლოუს.

პირველი ადგილი

ყველაზე სასურველი ცხელი სასიძოების რეიტინგს კი ქართველი უფლისწული - გურამ (უგო) ბაგრატიონი – ქართული სამეფო კარის ყველაზე სიმპათიური მამაკაცი ასრულებს.

ქართველ უფლისწულს უყვარს მუსიკა და ლიტერატურა, ბევრს მოგზაურობს. უგო ესპანეთში ცხოვრობს, თუმცა ხშირად სტუმრობს სამშობლოს. როგორც ახასიათებენ, ის თავმდაბალი პიროვნებაა, დახვეწილი მანერებით. საუბრობს ინგლისურ, ესპანურ და ფრანგულ ენებზე. თანამშრომლობს სხვადასხვა წამყვან გამოცემასთან და მისი გული ჯერ კიდევ თავისუფალია.