"ცინიკურია შეფასება, თითქოს სამი საათი ჩემი ხოტორა თავი ვერ იცნეს"

"სამი საათის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ნიკა მელია და დეპუტატი ვიყავი. აქაც ჩანს, რამდენად უსუსურები არიან, ტყუილსაც კი ვერ ამბობენ... ცინიკურია შეფასება, რაც ხელისუფლებას აქვს, თითქოს სამი საათის განმავლობაში ჩემი ხოტორა თავი ვერ იცნეს", - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით გააკეთა.

ომბუდსმენის 2018 წლის ანგარიშში ნიკა მელიას დაკავებაზე საუბარო. საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამათულ საპროტესტო აქციას რა დროსაც მელია პოლიციამ დააკავა.

ომბუდსმენის შეფასებით, პოლიციის თანამშრომლებს არაგონივრული დრო, (რამდენიმე საათი) დასჭირდათ იმისათვის, რომ ნიკა მელიას მოქმედი დეპუტატის სტატუსი დაედგინათ. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმება ადგილზე, პარლამენტის ვებ-გვერდის საშუალებითაც იყო შესაძლებელი.