გირჩებო, პენისი ცხვირი არაა, არც პენისის ჩვენებაა ცხვირში თითის გარჭობა

გირჩებო, პენისი ცხვირი არაა, არც პენისის ჩვენებაა ცხვირში თითის გარჭობა

სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ ახალ კანონს, უნდა იყოს თუ არა დასჯადი  მამაკაცის მიერ  ქუჩაში ქალისთვის სასქესო ორგანოს ჩვენება.

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც "გირჩის“ ერთ-ერთმა  წევრმა,  ბიბლიური თავისუფლების დამაარსებელმა ლევან ჯგერენაიამ თავის ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა :

"ქუჩაში უცხოსთვის ყ@@-ის  ჩვენება არის უზრდელობა და არა - ძალადობა”, -წერს ჯგერენაია.

ჯგერენაიას აზრმა საზოგადოება დაყო და სოციალური ქსელში ფალოსებზე პოსტები არ წყდება.

"ტაბულას რედაქტორის,  თამარა ჩერგოლეიშვილის თქმით, მამაკაცის სასქესო ორგანო ცხვირი არაა და მისი საზოგადოებაში გამოჩენა დასჯადი უნდა იყოს.

"გირჩებო, პენისი ცხვირი არაა. არც პენისის ჩვენებაა ცხვირში თითის გარჭობა. არც დოგმატური აზროვნებაა თავისუფლება. P.S. ჰოი, საოცრებავ!“ -წერს ჩორგოლეიშვილი.

ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა კი მთელ ამ ამბავში ის აღმოაჩინა და დაასკვნა, რომ "ქართველი კაცების მინიმუმ ნახევარი ყ@@ამოგდებულები დადიან.

"ერთ-ერთი გირჩელის პოსტზე დიდი ამბავია ატეხილი, უნდა ისჯებოდეს, თუ არა კანონით მამაკაცი ქუჩაში ქალს ასოს თუ აჩვენებს. თავად საკითხზე მსჯელობას ამ პოსტში არ ვაპირებ. სამსჯელოც ბევრი არაფერი მგონია, სხვა რამეზე მინდა ვთქვა: ძალიან ბევრი გოგოს კომენტარია იმ პოსტის ქვეშ და თითქმის ყველა წერს, რომ მასაც ქონია შემთხვევა, როდესაც ქუჩაში კაცმა გენიტალიები აჩვენა. მე კიდევ ეს ამბავი იშვიათი მოვლენა მეგონა, ხოლო იმ კომენტარების მიხედვით გამოდის, ქართველი კაცების მინიმუმ ნახევარი ყ@@ ამოგდებული დადის“ , - წერს მერაბ მეტრეველი.

შეგახსენებთ, 3 მაისს, ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად იქნა მიჩნეული. სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

უ ც ხ ო :
"სექსუალური შევიწროება" რა არის, მთლად კარგად არ მესმის. შევიწროება თუ არსებობს, შესაბამისად, უნდა არსებობდეს "სექსუალური გაფართოებაც", ხომ? (რაც სრული ნონსენსია).
მე მგონი, რაღაც სხვა ტერმინი უნდა მოინახოს იმის აღსანიშნავად, რასაც ამ "შევიწოებაში" გულისხმობენ...
რაც შეეხება პენისის ჩვენებას, ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოხშირებულიყო ეს პათოლოგიური საქციელი მაშინ, როცა ქვეყანა გაივსო საროსკიპოებითა თუ "ინდმეწარმე" ბოზებით (ტერმინი ეკუთვნის ნინო კუზანოვას:)).
ჩემს ახალგაზრდობაში მხოლოდ ერთი შემთხვევა გამიგია მსგავსი და დამამახსოვრდა მისი მნახველის რეაქციის გამო.
გმირთა მოედანთან ახლოს, ერთ-ერთ პრესტიჟულ დაწესებულებაში მუშაობდა სომხის ქალი, სახელად ემა. თავის დროზე ერთობ წარმოსადეგი ქალი ყოფილა და ის ყვებოდა სიცილ-სიცილით:
- დილას მოვდივარ სამსახურში ფეხით და რასა ვხედავ - ზოოპარკის კუთხეში, ხეებს შორის დგას ვიღაც. ამოუღია ის თავისი ინსტრუმენტი და მიჩვენებს, არ გინდაო? - მე ვუთხარი, ვაჰ, მამაძალი, ამ დილაადიანათა, რა, ხაშია?..
4 წლის უკან