სულ არ მინდა, რომ ვიყო კასანდრა, მაგრამ ყველაფერი, რაც ვიწინასწარმეტყველე, ახდა

სულ არ მინდა, რომ ვიყო კასანდრა, მაგრამ ყველაფერი, რაც ვიწინასწარმეტყველე, ახდა

„ჩემი აზრით პუტინის გეგმა მარტივია, მას სურს ახალ წელს უკრაინაში მიიღოს დონბასის სპეციალური სტატუსი, მოლდოვაში პრორუსული მთავრობა მოიყვანოს საპარლამენტო არჩევნებით, საქართველოში მიიღოს ნეიტრალური სტატუსი და კიდევ დაასუსტოს საქართველო “, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ საუბრისას.

სააკაშვილის თქმით, ის საქათველოსთან ერთად სხვა საბჭოთა ქვეყნების შეერთებასაც ფიქრობს.

რუსეთს აქვს თეორიად, რომ უნდა შემოიერთოს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ფსევდო მართლმადიდებლური თეორიით. ისინი აპირებენ, შემოიერთონ სომხეთი, საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი და უკრაინის უმეტესი ნაწილი და იტყვიან, რომ ეს არის ახალი მართლმადიდებლური ნიშნით შეკრული რაღაც კავშირი.

პუტინი თვლის, რომ საბჭოთა კავშირის აღდგენით, ის სამუდამოდ დარჩება რუსეთის მმართველად.

სულ არ მინდა, რომ ვიყო კასანდრა, მაგრამ ყველაფერი, რაც ვიწინასწარმეტყველე ახდა, ვთქვი, რომ დაგვესმხმებოდნენ თავს, ვთქვი, რომ ყირიმის ანექსია მოხდებოდა“, - განაცხადა სააკაშვილმა