ვინ იყვნენ სოხუმის რესტორანში მოკლული ე.წ კანონიერი ქურდები

ვინ იყვნენ სოხუმის რესტორანში მოკლული ე.წ კანონიერი ქურდები

სო­ხუმ­ში, რეს­ტო­რან „სან-რე­მოს­თან" მოკ­ლუ­ლი პი­რე­ბი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ინ­ტერ­ფაქ­სი" ავ­რცე­ლებს. სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან ას­ტა­მურ შამ­ბა და ალ­ხას ავი­ძ­ბა. ორი­ვე გუ­და­უ­თე­ლია.

შამ­ბა და ავი­ძ­ბა ე.წ გუ­და­უ­თის დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი იყ­ვნენ, რო­მელ­საც რაულ ბარცბა, იგი­ვე "პიზა" მე­თა­უ­რობს. ას­ტა­მურ შამ­ბა, იგი­ვე "ას­ტიკ­ი" (მთა­ვარ ფო­ტო­ზე) და ალ­ხაზ ავი­ძ­ბა ანუ "ხა­სიკ­ი", "პი­ზას" ნა­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ და მათი დაჯ­გუ­ფე­ბა გა­ლის რა­ი­ონ­ს აკონ­ტრო­ლებ­და.

ბოლო დროს "პი­ზას" და მისი დაჯ­გუ­ფე­ბის გავ­ლე­ნე­ბი პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში გაძ­ლი­ერ­და, რა­მაც ის ერ­თგვა­რად წა­ა­ქე­ზა. არც ისე დიდი ხნის წინ, მას ქარ­თველ ქურ­დებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მისი "ქურ­დულ ოჯახ­ში" შეყ­ვა­ნა, სწო­რედ სო­ხუ­მე­ლი მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძი­სა და ხა­ჯიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით მოხ­და და მათ­ვე "მო­ნათ­ლეს". ჯან­გვე­ლა­ძე კი, თუ საიტ ПРАЙМ КРАЙМ-ის ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ვეყ­რდნო­ბით, ცი­ხი­დან ახ­ლად გა­მო­სუ­ლი ტა­რი­ელ ონი­ა­ნის კლან­შია.

აფხა­ზუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა წერს, რომ "პი­ზა" პო­ლი­ტი­კა­ში გა­და­იჭ­რა, გავ­ლე­ნე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. ამის დას­ტუ­რია, გალ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი და გა­სულ წელს კი­დევ ერთ კრი­მი­ნალ­თან, გაგ­რელ ნიკო დგე­ბუ­ა­ძეს­თან, იგი­ვე "ნიკა გაგ­რინ­სკის­თან" სის­ხლი­ა­ნი შე­ტა­კე­ბა.

შე­საძ­ლოა, "პი­ზას" ნათ­ლუ­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა სწო­რედ ამ და­პი­რის­პი­რე­ბა­საც უკავ­შირ­დე­ბო­დეს...

რეს­ტო­რან სან-რე­მო­ში სრო­ლის დროს კრი­მი­ნა­ლე­ბის გარ­და 22 წლის ოფი­ცი­ან­ტი გო­გო­ნა და­იჭ­რა, რო­მელ­საც ოპე­რა­ცი­ის დროს გული გა­უ­ჩერ­და, თუმ­ცა ექი­მებ­მა მისი გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. კი­დევ ორი დაჭ­რი­ლი სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

რეს­ტო­რან „სან-რე­მოს­თან" ცე­ცხლი ნიღ­ბი­ან­მა პი­რებ­მა მან­ქა­ნი­დან გახ­სნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან­ქა­ნა დამ­წვა­რი იპო­ვეს.