გიორგი გახარია:

გიორგი გახარია: "გილოცავთ ქრისტეშობას! მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია სრულიად საქართველოს ქრისტეშობას ულოცავს.

"გილოცავთ ქრისტეშობას! მაცხოვრის შობა რწმენას, ხსნას და უკეთესი მომავლის იმედს უკავშირდება, ამიტომ მინდა მთელ საქართველოს ვუსურვო დღეს არსებული გამოწვევების სწრაფად დაძლევა, უკეთესი ხვალინდელი დღე, წინსვლა და გამთლიანება.

სიყვარული, სიკეთე და ერთმანეთზე ზრუნვა კი, ჩვენი უმთავრესი ძალაა გამარჯვებისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას".