„რუსეთის პრეზიდენტს 33 უძლიერესი რუსი ნათელმხილველი იცავს, მაგრამ მის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს ექსტრასენსები და ნათელმხილველები გავერთიანდით“

„რუსეთის პრეზიდენტს 33 უძლიერესი რუსი ნათელმხილველი იცავს, მაგრამ მის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს ექსტრასენსები და ნათელმხილველები გავერთიანდით“

უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიან ომს ჯერჯერობით დასასრული არ უწერია. მსოფლიოს წამყვანი სამხედრო ექსპერტები აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას უახლოეს შვიდ-ათ დღეში ვარაუდობენ. ყველა თანხმდება, რომ პუტინის არმია საბოლოო გამარჯვებას ვერ მიაღწევს, უკრაინა არ დამარცხდება და დამპყრობელს რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნება მოუწევს. ეს თამამი სამხედრო პროგნოზი უკრაინელების შეუპოვრობაზე, ბრძოლისუნარიანობასა და თავდადებაზეა დაფუძნებული. „ბლიცკრიგის“ ჩავარდნის შემდეგ რუსული სამხედრო ძალების საბრძოლო შემართება ნულოვან დონეს გაუტოლდა. ჯარისკაცს საბრძოლველად მიზანი და იდეა ესაჭიროება, რაც პუტინის „არმადასათვის“ ფიზიკურად არ არსებობს, განსხვავებით უკრაინელებისაგან, რომლებიც სამშობლოს, დამოუკიდებლობასა და საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას იცავენ, იმ მოსახლეობას რომელთა ფიზიკური გაჟლეტაც „პუტინისტებმა“ ბოლო დღეებში აქტიურად დაიწყეს.

რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „Unian“ სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა. უკრაინელთა 57 პროცენტს სჯერა, რომ ორ კვირაში გაიმარჯვებენ, 18 პროცენტი ფიქრობს, რომ რუსებს რვა-ათ დღეში გარეკავენ, 39 პროცენტი რუსების დამარცხებას ერთ-ორ თვეში ვარაუდობს. რაც ყველაზე მთავარია, გამოკითხულთა 92 პროცენტს საბოლოო წარმატებისა სჯერა. ძნელია, ალბათ, ასეთი სულისკვეთების ხალხთან წარმატებაზე იფიქრო და ეს ფაქტორი პუტინისა და მისი გენერლების უმთავრესი შეცდომაა.

უკრაინის მოსახლეობის გარდა, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ სრულიად მსოფლიოს ნათელმხილველებიც გაერთიანდნენ. ამ პროფესიის ადამიანების შესაძლებლობების შესახებ საკუთარ მოსაზრებას ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ფაქტი, ალბათ, საყურადღებოა.

რამდენიმე დღის წინ „უკრაინის ნათელმხილველთა ასოციაციამ“ (არსებობს თურმე ასეთი ორგანიზაცია) შემდეგი სახის განცხადება გამოაქვეყნა:

„ჩვენი ორგანიზაცია ყველაფერს იღონებს, რომ ვლადიმირ პუტინი რაც შეიძლება მალე სიცოცხლეს გამოესალმოს. რუსეთის პრეზიდენტს 33 უძლიერესი რუსი ნათელმხილველი იცავს, მაგრამ მის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს ექსტრასენსები და ნათელმხილველები გავერთიანდით. გაგიკვირდებათ და პუტინს ონკოლოგიური დაავადებები გააჩნია. მისი დღეები დათვლილია, მაგრამ არა ავადმყოფობით. ამ სატანის მოციქულს მისივე ახლობლები მოკლავენ. ეს დღე იმაზე მალე დადგება, ვიდრე წარმოგიდგენიათ“.

საინტერესო მოსაზრება გაავრცელა ცნობილმა რუსმა ნათელმხილველმა პაველ გლობამ: - „მსოფლიოში მშვიდობა მალე დადგება. მიახლოებით თარიღად მიმდინარე წლის 31 მაისიდან 9 აგვისტომდე დრო მიმაჩნია. მსოფლიო პოლიტიკაში ახალი წარმატებული და საღი იდეის მატარებელი ლიდერი გამოჩნდება. ის ჩვენს პლანეტას საერთო მოწოდების ირგვლივ დარაზმავს და დედამიწის განვითარება ახალ მიმართულებას შეიძენს“. იმედია ყველა ეს წინასწარმეტყველებები რეალობად იქცევა და უკრაინელ ხალხთან ერთად სრულიად მსოფლიო თავისუფლად ამოისუნთქებს.

და რა ხდება ამ დროს მთავარ დამნაშავე ქვეყანაში - რუსეთში? ტერორი და საღი აზრის ძალადობრივი ჩახშობა. სამწუხაროდ ეს მდგომარეობა რუსეთის მოსახლეობის უმეტესობის ბრალია. ერთ საყურადღებო ციტატას მოგიყვანთ, რომელიც სოციალურ ქსელებში ერთმა ჩემმა ნაცნობმა გამოაქვეყნა.

„ნათესავები მყავს მოსკოვში, ექიმები. ამბობენ, რომ მათ ირგვლივ ყველა მხარს უჭერს პუტინს და ამ ომს, ხმა ვერ ამოგვიღიაო. და ეს ექიმებია, სათანადო საურთიერთობო წრით. თუ ექიმებში ასეა, წარმოიდგინეთ, მთლიანად სოციუმში რა მდგომარეობაა. მოკლედ, ამათ არაფერი ეშველება, მხოლოდ სრული დამარცხება-გაჩანაგება მოიყვანს ამათ ჭკუაზე“.

კიდევ ერთ ციტატას მოგიყვანთ, რომელიც რუს დეკანოზ არტემ ვლადიმიროვს ეკუთვნის და, რომელიც მან ქადაგებისას წარმოთქვა: „მას შემდეგ, რაც დიადი რუსეთი, ერთიანი და უკვდავი არმიით გაივლის გზას ვლადივოსტოკიდან კალინინგრადამდე, ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ მალე შემოგვიერთდება მოლდოვა, ყაზახეთი, უბედური უკრაინა, ასევე საქართველო, რომელმაც უარი თქვა მიერთებოდა სანქციებს. ბალტიის ქვეყნებს რაც მოუვა, მიხვდებით, რადგან ისინი არიან ჩართული სლავების წინააღმდეგ იარაღის მიწოდებაში“.

ამის მიუხედავად რუსეთის მოსახლეობის ნაწილი თავისი ქვეყნის უკრაინაში შეჭრას ყოველდღიურად აპროტესტებს. დღე არ გავა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში რამდენიმე ათასი მომიტინგე არ დააკავონ. მათი ასაკი 6-8 წლიდან 80 წლამდე მერყეობს.

უკრაინის მხარდაჭერა რუსული შოუ-ბიზნესის არაერთმა წევრმა საჯაროდ დააფიქსირა. ამის გამო ქვეყანაში იდევნებიან და საქმე გასაქცევად გაუხდათ.

წარმოიდგენდით, პუტინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მეხოტბე, მომღერალი ოლეგ გაზმანოვი ისრაელში რომ გადაბარგდებოდა და იქაურ მთავრობას მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართავდა. არ ვიცი, რუსეთიდან ეკონომიკური სანქციების გამო გაიქცა, თუ პუტინის პოლიტიკას პროტესტი გამოუცხადა.

ბოლო ინფორმაციით ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან და ისრაელის მოქალაქეობის მიღებას ცდილობენ. არადა იყო საუბარი, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლა სურდათ.

პუგაჩოვას ოჯახის შემდეგ რუსეთი მომღერალმა ზემფირამ, მსახიობმა რენატა ლიტვინოვამ და ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმაც დატოვეს.

ცნობილი გახდა, რომ რუსეთში „კანონგარეშედ“ რამდენიმე მუსიკოსი და ჯგუფი გამოცხადდა. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში ამ ქვეყანაში კონცერტების გამართვას ვერ შეძლებენ. მიზეზი „პროზაულია“ - უკრაინის მხარდაჭერა. „შერისხულთა“ ჩამონათვალში პოტაპი, ივან დორნი, მაქს ბარკი, ნასტია, ვერა ბრეჟნევა, ვალერი მელაძე და ჯგუფი „აკვარიუმი“ მოხვდნენ.

ვალერი მელაძე უკვე მოხსნეს ყველა დაგეგმილი კონცერტიდან. რომც არ მოეხსნათ, როგორც მაქსიმ გალკინის შემთხვევაში, მაყურებელმა ბილეთები მასობრივად უკან დააბრუნა. გაუუქმეს გამოსვლები კონსტანტინე მელაძის მეუღლე ვერა ბრეჟნევასაც.

უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააკრიტიკა ლეონიდ აგუტინისა და ანჟელიკა ვარუმის წყვილმაც. „გთხოვთ, შეაჩერეთ ომი! ყოველი ახალი დღე ნიშნავს რუსი ბიჭების, უკრაინის მოქალაქეების სიკვდილს“. - დაწერა სოციალურ ქსელებში ლეონიდ აგუტინმა.

„ჩვენ ნახტომებით ვუახლოვდებით ჯოჯოხეთს“. - ეს უკვე ანჟელიკა ვარუმის სიტყვებია.

უკრაინას სოლიდარობა გამოაცხადა მსოფლიოში ცნობილმა არაერთმა ხელოვანმა. მათ შორის ელტონ ჯონიც აღმოჩნდა. „მე მძულს ის“. - განაცხადა რამდენიმე დღის წინ მუსიკოსმა ვლადიმირ პუტინის შესახებ.

ელტონ ჯონს მიბაძა სახელგანთქმულმა ჯგუფმა „Deep Purple“, რომლის წევრებმაც ოფიციალური განცხადება გაავრცელეს. ისინი კატეგორიულად გმობენ რუსეთის სისასტიკეს, უკრაინაში სისხლიან ომს და რუსეთში ყველა სახის კონცერტზე უარს აცხადებენ. საინტერესოა, რომ 2008 წელს, როდესაც კრემლში გამართულ კონცერტზე „გაზპრომის“ დაარსებიდან 15 წლისთავი იზეიმეს, სხვებთან ერთად ეს ლეგენდარული ჯგუფიც იმყოფებოდა.

Aburjga Tasmanieli არტიომ ვლადიმიროვს ვეთანხმები!
2 წლის უკან