ლევან ანჯაფარიძე: სად ხართ ბიძინას მეგობრებო, რატომ არ იღებთ ხმას და არ უმტკიცებთ “ევროპას”, რომ ეს დედაშვილი ტყუილად წიოკობს?

ლევან ანჯაფარიძე: სად ხართ ბიძინას მეგობრებო, რატომ არ იღებთ ხმას და არ უმტკიცებთ “ევროპას”, რომ ეს დედაშვილი ტყუილად წიოკობს?

სად ხართ ბიძინას მეგობარო მხატვრებო, პოეტებო, მწერლებო, მსახიობებო, რეჟისორებო,სპორტსმენებო.. რამდენს გიცნობთ და ვერ გხედავთ ვერსად... რამდენს გაჭმევდათ ეს კაცი, ამის მაინც არ გრცხვენიათ? რატომ არ იღებთ ხმას - ამის შესახებ კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე სპციალურ ქსელში წერს.

 ანჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ დაკავშირებულ მოვლენებს ეხმიანება და იმ ადამიანებს მიმართავს, ვისზეც ივანიშვილი წლების განმავლობაში ზრუნავდა. “სად ხართ შემალულები ის ადამიანები, რომლებსაც ბიძინა გაჭმევდათ, გასმევდათ, ოჯახებით გასვენებდათ საზღვარგარეთ,ყოველთვიურად გიხდიდათ უზარმაზარ თანხებს, რომ კმაყოფილებს დავებოყინებინათ “გემრიელად”...რატომ დატოვეთ ეს კაცი “მეფე ლირივით” მარტო... ყოველჯერზე ბოლო ტალღაზე ამოტივტივებულებო, ისევ ხომ არ შენიშნეთ ახალი ტალღა, რომ ახლა იმ ნავში ისკუპოთ, რომელიც ისევ ნაპირზე გამორიყავს თქვენნაირ ნაგავს? პირადად მე, შევეცი “სახალხო პარტიის” ევროპას - ჩემსას კი, გაუმარჯოს, იმიტომ რომ “ჩემი ევროპა” არ დააყენებს საქართველოს საპირწონედ ავადმყოფს... სად ხართ ბიძინას მეგობარო მხატვრებო, პოეტებო, მწერლებო, მსახიობებო, რეჟისორებო,სპორტსმენებო.. რამდენს გიცნობთ და ვერ გხედავთ ვერსად... რამდენს გაჭმევდათ ეს კაცი, ამის მაინც არ გრცხვენიათ? რატომ არ იღებთ ხმას და არ უმტკიცებთ “ევროპას”, რომ ეს დედაშვილი ტყუილად წიოკობს? რომ მშვენივრად გადაადგილდება პალატაში (და არა ციხეში) როდესაც დედამისი “მომაკვდავია”-ო იძახის და შეყარა მსოფლიო... “პრადაჟნიე შკური” - ამ სიტყვას დაგიტოვებთ რუსულად, რომელიც ძალიან გიხდებათ და შემომეპასუხეთ ერთი, ვნახოთ რა ბიჭები ხართ! ... ყურმილი აიღეთ ნაბომბარებო!!!”- წერს ლევან ანჯაფარიძე.

Aburjga Tasmanieli ჩემი სათქმელიც თქვენ თქვით! გამაგიჟებს ეს ხალხი?! ან ეს ბატონი ბიძინა ასე ტოტალურად როგორ შეცდა?! თუმცა ვფიქრობ, ის ისეთი გამჭრიახი კაცია არ შეცდებოდა, ალბათ არც ელოდა სიკეთის საპასუხოდ მის დაფასებას, უბრალოდ ეკეთებოდა სიკეთე და აკეთებდა! აი სხვებს, სხვა მილიარდელებს დიდი იახტებით სეირნობა რომ მოსწონთ, ამას, ამ ჩვენი ქვეყნის მოჭირნახულე კაცს მოსწონდა და მოსწონს სამშობლოსათვის სამსახური, სამშობლოსათვის თავდადება!
1 წლის უკან