აღმოაჩინეს დინოზავრების მიგრაციის კვალი

აღმოაჩინეს დინოზავრების მიგრაციის კვალი

ცოტა ხნის წინ ჩინეთის შანდუნის პროვინციის პალეონტოლოგებმა დინოზავრების ახალი ნაკვალევი აღმოაჩინეს. ქალაქ ჩჟუჩენის რაიონში, რომელიც ტრადიციულად „დინოზავრების ქალაქად“ ითვლება, დინოზავრის ნაკვალევის უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა: 2,6 კვადრატული კილომეტრის ფართობზე – 3 ათასზე მეტი კვალია აღბეჭდილი.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ხერხემლიანთა პალეონტოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლების, ვან ხაიცზიუნისა და მისი კოლეგების აზრით, ყველა კვალი 100 მილიონი წლის წინათ, ცარცულ პერიოდში მცხოვრები დინოზავრებისაა. ანაბეჭდების ზომები 10-დან 80 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს, განსხვავებული ფორმები კი იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადგილზე ერთდროულად სულ მცირე ექვსი სახეობის დინოზავრს გაურბენია, კერძოდ: ტირანოზავრებს, გადროზავრებსა და ცელუროზავრებს.

ამან აფიქრებინა სწავლულებს, რომ მათ დინოზავრთა მასობრივი მიგრაციის ადგილი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, მტაცებელთა გამოჩენით შეშინებული ბალახის მჭამელი დინოზავრები პანიკურად ტოვებდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს.

დღეისათვის რეგიონში დინოზავრების ძვლების ნარჩენები სულ მცირე ოცდაათ ადგილას არის აღმოჩენილი. უმსხვილესი „დინოზავრების სასაფლაო“, რომლებიც გვიანდელი მეზოზოური პერიოდის ერაში ცხოვრობდნენ, სწავლულებმა 2011 წელს აღმოაჩინეს.