ქართული ეროტიკა:

ქართული ეროტიკა: "სამი კაცი მაუპატიურებდა და რეჟისორს ხომ არ ვეტყოდი, ერთი კაცი მომაკელი-მეთქი"

პირველი მსახიობი, ვინც ქართულ კინოში გაიხადა, ამჟამად ამერიკაში მცხოვრები ხათუნა იოსელიანია. 44 წლის ხათუნა იოსელიანს კინოფილმში "ანემია" პარტნიორობას 24 წლის ლევან აბაშიძე უწევდა. შემდეგ იყო ია ფარულავა. წლების შემდეგ ეროტიკული კადრები ქართულ ფილმებში აღარავის უკვირს. მსახიობები, რომლებიც მსგავს სცენებში თამაშს თანხმდებიან, მაყურებელს არასდროს ავიწყდება. გაშიშვლებას და ეროტიკულ სცენებს კინოფილმში ყოველთვის მოჰყვებოდა ქართული საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები, თუმცა ფაქტია, ყველა ასეთი ფილმი რეიტინგულია. მსახიობმა ჯაბა კილაძემ ეროტიკულ სცენებში პირველად 2001 წელს, საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში ითამაშა, სადაც მას პარტნიორობას, ცნობილი ქართველი მსახიობი მარინა კახიანი უწევდა.

- ადვილად დათანხმდით შემოთავაზებას?
- გეხვეწები, იმათში არ გამრიოთ, ორალი მორალი რომ ჰგონიათ. პორნოგრაფია და ეროტიკა სხვადასხვა რამეა. პირველი ასეთი სერიალი იყო "მტვრის გემო" და საზოგადოებაში უკურეაქცია არ გამოუწვევია. ნებისმიერი რამ შეგიძლია ისეთი ფორმით მიაწოდო მაყურებელს, რომ არ მოგიტრიალდეს და გითხრას - ეს რა არისო. სხვა დრო იყო, სხვა ხარისხის კამერით გადავიღეთ. მაშინ უფრო ჩაკეტილი იყო საქართველო, მაგრამ ნორმალურად მიიღო საზოგადოებამ. დღეს არავის არაფერი უკვირს. იაფფასიანი სვლები რაში სჭირდებათ, არ ვიცი. დღესაც რომ შემომთავაზონ მსგავსი როლი, კარგად ავწონ-დავწონი, თუ "პახაბნი" თემა არ იქნება, ალბათ, დავთანხმდები.

- ეროტიკული სცენების გადაღებისას უხერხულობას არ გრძნობდით?
- მსახიობი ვარ, ეს ჩვენი პროფესიაა. არც გამითვლია ეს პორნოვარსკვლავობაზე. მარინა დედაჩემის მეგობარია, დიდ პატივს ვცემ. თავიდან ცოტა მერიდებოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი კარგად დალაგდა. მგონი იმ დროისთვის ნორმალური სერიალი იყო.

- ამის შემდეგ შემოუთავაზებიათ ეროტიკულ სცენებში მონაწილეობა?
- არა. სხვათა შორის, ერთი-ორჯერ შემომთავაზეს რაღაც ფოტოსესიებში მონაწილეობა, მაგრამ ჩემს ფიზიკურ მონაცემებს ეს არ მოუხდებოდა. ამიტომ უარი ვთქვი.

ქართული ფილმი "ოცნების ქალაქი" დღემდე გვახსოვს. მაყურებელს ყველაზე მეტად შორენა ბეგაშვილის, ქეთი ფარცვანიას და პაატა პაპუაშვილის ეროტიკული სცენები დაამახსოვრდა. ფილმი რეჟისორმა დავით იმედაშვილმა გადაიღო, რომელიც არაერთი წარმატებული პროექტის რეჟისორია.

დავით იმედაშვილი: ადვილად დავითანხმე ქეთი ფარცვანია და შორენა ბეგაშვილი ამ როლზე. ზედმეტი ძალისხმევა არ დამჭირვებია. საკუთარ ნამუშევარს მე ვერ შევაფასებ, მაგრამ რამდენიმე უარყოფითი კომენტარი მახსოვს - ამბობდნენ, ეს რა არის, რატომ გაიხადესო. თუმცა განსაკუთრებული მძაფრი რეაქცია არ ყოფილა. არ ვიცი, რატომ. იმ გოგონას ნათქვამს რომ მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი (თინა მახარაძეს გულისხმობს) ორალურ სექსთან დაკავშირებით, მოვუწოდებ ყველას, მათ შორის მამაკაცებსაც - თუ ასეთი გამოცდილება არ აქვთ, აუცილებლად შეიძინონ.

- ამბობენ, რომ მათ ამ როლის სანაცვლოდ 12 ათასი გადაუხადეთ?
- მერწმუნეთ, 12 ათასლარიან ჰონორარს ქართულ ფილმში არ იხდიან.

იუნა შაფათავამ საზოგადოებას თავი სწორედ ეროტიკული როლით დაამახსოვრა. "მამაჩემის გერლფრენდში" შესრულებულმა მცირე როლმა მას სექსსიმბოლოს ტიტული მოუტანა. იუნამ შოთა კალანდაძის ფილმშიც განასახიერა თამამი როლები.

იუნა შაფათავა: სცენარში უბრალოდ ეწერა ხვევნა-კოცნა. რეალურად კი, გამოდგა ლოგინის სცენა. ისე მინდოდა მაშინ ფილმში გადაღება, უარი არ მითქვამს. მე ჰოლივუდის, საფრანგეთის, იტალიის ფილმებზე ვარ გაზრდილი და არ ვიცოდი, ასე თუ უყურებდნენ ჩვენთან ამ ყველაფერს. მსახიობი რომ ლოგინში წვება, ჩემთვის ნორმალურია. რაც მოითხოვა იმ სცენებმა, ის გავაკეთე, მანდ პიკანტური არაფერია. შოთიკო კალანდაძის ფილმებს რაც შეეხება, იქ გაუპატიურების სცენაში ვთამაშობ, როცა მაუპატიურებდნენ, ხომ არ ვეტყოდი, უკაცრავად ხელი არ მახლოთ-მეთქი? რასაც სცენარი ითხოვდა და რეჟისორი ხედავდა, ის გავაკეთე. სამი კაცი მაუპატიურებდა და რეჟისორს ხომ არ ვეტყოდი, ერთი კაცი მომაკელი-მეთქი. თუ მექნება მომავალში მსგავსი შემოთავაზებები და ჩავთვლი, რომ საინტერესოა, დავთანხმდები. მკვლელი იქნება - მკვლელი ვიქნები, ქურდი იქნება - ქურდი ვიქნები და ბოზი იქნება და - ბოზი ვიქნები.