რუსეთუმეები და ბოზები საკუთარ ოჯახებში ეძებონ! - ცოტნე გამსახურდია კადრებზე, რომელიც

რუსეთუმეები და ბოზები საკუთარ ოჯახებში ეძებონ! - ცოტნე გამსახურდია კადრებზე, რომელიც "ყველა ქართველმა უნდა ნახოს"

ტელე-იმედის Youtube-ის არხზე გამოქვეყნებული საარქივო კადრები, სახელწოდებით "9 აპრილის ისტორიული კადრები, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს", სოციალურ ქსელების მომხმარებლებს გულგრილს ვერ ტოვებს.

გასაგები მიზეზების გამო კადრების ნახვა ძალიან ემოციური აღმოჩნდა ცოტნე გამსახურდიასთვის, რომელიც განსაკუთრებულ აქცენტს თამაზ გამყრელიძეზე აკეთებს:

Facebook/ ცოტნე გამსახურდია:

":((( ნახეთ და უსმინეთ...ბრავო, თამაზ გამყრელიძე! კარგად მახსოვს ეს პროცესები. კარგად დააკვირდით საბჭოთა დეპუტატების სახეებს, მაგ., 8-ე წუთზე ნახეთ სამხედრო, რომელსაც ლამის ცრემლი მოსდის! არა...მაშინ გაცილებით უფრო ადამიანური იყო ადამიანი! მე არ მახსოვს ოფიციოზის მსგავსი სახე შემდგომ, "ღვთისმშობლის წილხვედრ" საქართველოში, არც
შევარდნაძის დროს - "ზვიადისტების მიტინგების დახვრეტისას და არც ნაცებისა - 7 ნოემბერს და 26 მაისს! დაიწყებენ ახლა ვიღაც ავადმყოფები, რუსეთუმეს ძახილს.

რუსეთუმეები და ბოზები საკუთარ ოჯახებში ეძებონ! ფაქტს აღვნიშნავ მხოლოდ. უყურეთ...", - წერს გამსახურდია.