ყველაზე ძვირად ღირებული ყელსაბამი

ყველაზე ძვირად ღირებული ყელსაბამი

სინგაპურში მიმდინარეობს საიუველირო ბაზრობა, რომლის მთავარი მშვენება გახდება ყველაზე ძვირად ღირებული საქონელი – ბრილიანტის ყელსაბამი, რომლის ღირებულება 55 მილიონი დოლარია.  კოლიე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულად არის აღიარებული და გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი.

„შეუდარებელი“  Mouawad-ის საიუველირო სახლის ოსტატებმა შექმნეს. მას ამშვენებს ვარდისფერი ოქროთი „შემოსილი“ სხვადასხვაწახნაგოვანი 90 თეთრი ბრილიანტი და ერთი უზარმაზარი ყვითელი ბრილიანტი, რომლის წონა 407,48 კარატია. ყელსაბამში სულ 637 კარატის ძვირფასი ქვებია ჩართული.

ყვითელი ბრილიანტი, რომელსაც „მსოფლიოს უმსხვილეს, შინაგანად წუნდაუდებელ ბრილიანტს“ უწოდებენ, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 30 წლის წინ შემთხვევით აღმოაჩინეს.

55 მილიონი დოლარის ღირებულების ყელსაბამით უკვე დაინტერესდა ორი მყიდველი აზიიდან.