სკარლეტ იოჰანსონის „საეჭვო“ აღიარება

სკარლეტ იოჰანსონის „საეჭვო“ აღიარება

ყველაზე სექსუალური და ყველაზე ლამაზი ვარსკვლავების რეიტინგებს საკმაოდ ხშირად ადგენენ, გულახდილ და პროვოკაციულ რეიტინგებს კი – ნაკლებად. ყველაზე ლამაზი ბიუსტების რეიტინგი სწორედ ასეთ იშვიათობად ითვლება, რადგან ყველაზე ლამაზი მკერდის მფლობელ ჰოლივუდელ ლამაზმანებს შორის საუკეთესოს გამოყოფა არცთუ იოლი საქმეა, რადგან კანდიდატი ძალიან ბევრია. პოპულარულმა ამერიკულმა სატელევიზიო გადაცემა „აქსეს ჰოლივუდმა“ გარისკა და საზოგადოებას ყველაზე ლამაზი მკერდის მქონე ჰოლივუდელი ლამაზმანების ტოპ-ათეული წარუდგინა.

პირველი ადგილი და, შესაბამისად, ყველაზე ლამაზი მკერდის მფლობელი ჰოლივუდელი ლამაზმანი სკარლეტ იოჰანსონი გახდა. „მატჩ პოინტისა“ და „უკანასკნელი ბოლეინის“ ვარსკვლავი სკარლეტი, უკვე რამდენიმე წელია, ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ვარსკვლავად ითვლება, რომელსაც ისეთ ცნობილ მამაკაცებთან რომანებს მიაწერდნენ, როგორებიც არიან: ჯოშ ჰარტნეტი, ჯასტინ ტიმბერლეიკი და მარკ უოლბერგი.

მეორე ადგილზე სექსუალური პოპშემსრულებელი და მსახიობი ჯესიკა სიმპსონი გავიდა, რომლის მკერდსაც ცალკე ფან-კლუბი აქვს გახსნილი ინტერნეტში. ამბობენ, რომ ჯესიკას არაერთი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, თუმცა, ამ ფაქტს მისი გულშემატკივრები დიდ ყურადღებას არ აქცევენ. სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავის მომავალ ფილმში ჯესიკა მთლიანად გაშიშვლებას გეგმავს, რაც მოსალოდნელიც კი არის, რადგან ასეთი ფორმების ტანსაცმლით დაფარვა ნამდვილად ცოდვაა.

პოპულარული ტელეწამყვანი და მოდელი ტაირა ბენქსი მესამე პოზიციაზე განთავსდა. იგი თანამედროვე მოდის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტოპ-მოდელად ითვლება, რომელმაც კარიერა ტელევიზიაში განაგრძო. იყო დრო, როდესაც ტაირა ათ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს შორის ფიგურირებდა და მის სხეულს თავიანთი კლიპებისთვის ჯავშნიდნენ მაიკლ ჯექსონი, ტინა ტერნერი და ჯორჯ მაიკლი.

მეოთხე ადგილის მფლობელი კარმენ ელექტრა, მრავალი წელია, ჰოლივუდის და არა მარტო ჰოლივუდის, სექსსიმბოლოდ მიიჩნევა. მისი სექსუალური ფორმებით არაერთი თაობის მამაკაცია მოხიბლული და თითქმის 40 წელს მიტანებული ვარსკვლავი დღემდე არ თმობს პოზიციებს ყველანაირი სილამაზის რეიტინგებსა და გამოკითხვებში. პოპულარობა კი მას 1996 წელს გამოსულმა „ფლეიბოიმ“ მოუტანა, რის შემდეგაც სილიკონიანი მკერდის მქონე ლამაზმანი „მალიბუს მაშველებმა“ გადაიბირეს.

ლინდსი ლოჰანის პირადი ცხოვრება, დიდი ხანია, საზოგადოების ინტერესის სფეროში მოექცა. იგი ცნობილია თავისი ექსპერიმენტებით ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ასევე, მას მიაწერენ ლესბოსურ კავშირებს ქალებთან, მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, თავისი ლამაზი მკერდით, რომელიც ბუნებრივია, ის საპატიო მეხუთე პოზიციაზე განთავსდა.