დედოფალ კლეოპატრას თვითმკვლელობის ახალი ვერსია

დედოფალ კლეოპატრას თვითმკვლელობის ახალი ვერსია

გერმანელმა მეცნიერებმა უარყვეს კლეოპატრას თვითმკვლელობის ვერსია, თითქოსდა მან შხამიანი კობრას ნაკბენით დაასრულა სიცოცხლე.

გერმანელ მეცნიერთა ჯგუფმა ისტორიკოსის, პროფესორ კრისტოფერ შეფერის ხელმძღვანელობით მიიჩნია, რომ დედოფალმა სიცოცხლე ოპიუმის კოქტეილით დაასრულა. ეს იყო უმტკივნეულო სიკვდილი, რომელიც რამდენიმე საათში დგება.

ადრე მიჩნეული იყო, რომ კლეოპატრამ შხამიანი გველის ნაკბენით დაასრულა სიცოცხლე. მაგრამ ის ძალიან ლამაზი იყო და სავარაუდოდ ასეთ მტანჯველ სიკვდილს არ მოინდომებდა, მითუმეტეს, რომ ტანჯვასა და შხამს შეეძლო მისი გარეგნული დაზიანება.

"ასეთ კოქტეილს შეუძლია გამოიწვიოს მშვიდი სიკვდილი რამდენიმე საათში, ყოველგვარი გარეგნული ცვლილებების გარეშე. დედოფალი კლეოპატრა ცნობილი იყო სილამაზით და ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავი გაემეტებინა მტანჯველი აგონიისათვის და გარეგნული დამახინჯებისათვის," - მიიჩნევს პროფესორი და დასძენს, რომ "დოკუმენტების თანახმად, კლეოპატრას სურდა სიკვდილის შემდეგ დარჩენილიყო ისეთივე ლამაზი, როგორიც იყო სიცოცხლეში, რათა მითი მისი სილამაზის შესახებ არ დაკარგულიყო".