უცხოპლანეტელები დედამიწელებს უთვალთვალებენ

უცხოპლანეტელები დედამიწელებს უთვალთვალებენ

მორიგი სენსაციური განაცხადი არამიწიერი გონის არსებობის შესახებ გააკეთეს ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა. ბრიტანელები ირწმუნებიან, რომ უცხო პლანეტის აპარატები კოსმოსში დაქრიან 30 ათასი კილომეტრი სიჩქარით წამში, რაც სულ ათჯერ ნაკლებია სინათლის სიჩქარეზე. ასეთი სიჩქარის პირობებში აპარატებს შეუძლიათ სწრაფად, სულ რაღაც 10 მილიონ წელიწადში, შეისწავლონ ჩვენი გალაქტიკის ყოველი ვარსკვლავური სისტემა.

როგორ ავითარებენ ისინი ასეთ სიჩქარეს? როგორც ჩანს - ეგრეთ წოდებული გრავიტაციული შურდულების დახმარებით. სწორედ ასეთ საშუალებებს ეყრდნობოდა ”NASA”-ს  მიერ 1977 წელს გაშვებული ”Voyager ” 1 და 2 აპარატები. უცხოპლანეტელებმა კი სიჩქარის ასაკრეფად აამოქმედეს არა პლანეტები, არამედ - ვარსკვლავები.

რატომ არ შემოდიან უცხოპლანეტელები ჩვენთან კონტაქტში? ბრიტანელებს ამაზე მზად აქვთ პასუხი - იმიტომ, რომ კაცობრიობა განვითარების პრიმიტიულ დონეზე იმყოფება. ჩვენ არ გვაქვს ტექნიკა, რათა მივაკვლიოთ უცხოპლანეტური წარმოშობის კოსმიურ მოწყობილობებს. ამასთანავე, მზაკვარი დამკვირვებლები ყველა ხერხს ხმარობენ, რათა დაფარონ ”ველურებისგან” თავიანთი სამყოფელი. ისინი შევლენ კონტაქტში მხოლოდ იმ ცივილიზაციასთან, რომელსაც ექნება გარკვეული ტექნოლოგია და ინტელექტი, რის მიღწევასაც დედამიწის მცხოვრებლები ძალიან ბევრ წელს მოანდომებენ".