ცხოველებსაც აკავშირებთ მეგობრობა

ცხოველებსაც აკავშირებთ მეგობრობა

თუკი ადრე მეგობრობა, რომელიც ხელგაშლილობას, თავდადებასა და თავგანწირვას მოითხოვს, მხოლოდ ადამიანისათვის დამახასიათებელ თვისებად ითვლებოდა, დღეს მეცნიერების აზრით, ცხოველებშიც არსებობს.

ადამიანს ისეთი შესაძლებლობები ნამდვილად აქვს, რომლებიც მას სხვა ცხოველებისგან გამოაჩევს, მაგრამ რაც უფრო ახლოს სწავლობენ ბიოლოგები ცხოველებს, მით მეტ მსგავსებას პოულობენ ჩვენსა და სხვა ცოცხალ არსებებს შორის. ცხოველებს მართლაც შეუძლიათ ერთმანეთის მოვლა, აქვთ ლოიალურობა თავიანთი ფარის, ჯოგის ან ხროვის მიმართ, თუმცა გავრცელებული შეხედულების თანახმად - ეს მაინც ინსტიქტურია. ისინი იცავენ საკუთარი მოდგმის წევრებს, რათა დაიცვან ნაშიერები. ეხმარებიან მათთან არანათესაური გვარის წარმომადგენლებს, რათა რაიმე მიიღონ საპასუხოდ - ე.წ ორმხირივი ალტრუიზმი. ის რაც ცხოველებს აკლიათ არის ნამდვილი სულგრძელობა, გრძელვადიანი ერთგულება და თავგანწირვა - ყველაფერი ის, რაც ადამიანურ მეგობრობას ახასიათებს. მაგრამ თურმე ეს მოსაზრება მცდარია.

Time-ის მთავარ სტატიაში რამდენიმე მაგალითია მოყვანილი. საუბარია გარეულ შიმპანზეებს ჰეარსა და ელინგტონზე, ორ მამალ მაიმუნზე, რომლებიც ერთმანეთს არ ენათესავებიან, თუმცა ერთად ნადირობენ, იყოფენ საჭმელს და თავისებური ყვირილით უკავშირდებიან ერთმანეთს, როდესაც ცალ-ცალკე არიან შორ მანძილზე. ამ ორ მაიმუნს მეცნიერები ძალიან დიდი ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ, მათში ხშირად შეინიშნებოდა დახმარება და სამსახურის გაწევა უანგაროდ, ანუ არა - ორმხრივ ალტრუიზმად ცნობილი საქციელი. რომ აღარაფერი ითქვას იმ ხანგრძლივ პერიოდზე, რომელსაც სხვას ვერაფერს დავარქმევთ თუ არა, გლოვას - რასაც ჰეირი ელინგტონის სიკვდილის შემდეგ განიცდიდა.

 არის ასევე სამი, მოხუცი დედალი დელფინის ისტორიაც. ისინი სარასოტას ყურეში ცხოვრობენ. საათობით და თვეობით ატარებენ დროს ერთად, თამაშობდნენ, ცურავდნენ და ისვენებდნენ. ტრიო სანადიროთაც ერთად დადიოდა, მათ ურთიერთობაშიც კარგად ჩანდა უანგარო ხელშეწყობა - წერს Time.

 მსგავსი, თითქოს წარმოუნგენელი ურთიერთობების მაგალითი მეცნიერებს ძალიან ბევრი აქვთ. ახლა კიდევ უფრო დაკვირვებით ცდილობენ ამოიცნონ არა ნათესაური სახეობების დამეგობრების საიდუმლო. ასეთებია ცნობილი: კუ და ბეჰემოტი, კატა და ყვავი, ღორი და მაიმუნი. ჯერ-ჯერობით ამოუხსნელია თუ, როგორ მეგობრდებიან ისეთი ცხოველები, რომლებსაც ფაქტიურად არაფერი აკავშირებთ, რომლებიც ხშირად ერთმანეთის მტრებიც კი არაინ. მტაცებელსა და პოტენციურ ნადავლს შორის ურთიერთობის მაგალითები განსაკუთრებით უცნაურია და მას ჯერ-ჯერობით ვერაფერით ხსნიან თუ არა - მეგობრობით.