პუტინი, ილუმჟინოვი… უცხოპლანეტელები

პუტინი, ილუმჟინოვი… უცხოპლანეტელები

რუსული "ყვითელი მასმედიის" მტკიცებით, ცოტა ხნის წინ ბატონი ჟირინოვსკის პარტიის წევრებმა მოითხოვეს, რომ პრეზიდენტმა პუტინმა გაარკვიოს, მართლა შეხვდა თუ არა თავის დროზე ყალმუხეთის ლიდერი კირსან ილუმჟინოვი უცხოპლანეტელებს.

ცნობილი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის გადაცემაში, ილუმჟინოვმა განაცხადა, რომ 1997 წელს უცხოპლანეტელები მას ბინაში ესტუმრნენ და შემდეგ თავიანთი მფრინავი ხომალდით გაასეირნეს.

ჟირინოვსკის მომხრეების ვერსიით, ჰუმანოიდებმა საიდუმლო ინფორმაცია მიაწოდეს ილუმჟინოვს და ისინი შიშობენ, რომ ამ ინფორმაციას მხოლოდ პუტინი მიიღებს.

ჟირინოვსკი მოითხოვს, ილუმჟინოვმა არსებული ინფორმაცია საჯარო გახადოს და უცხოპლანეტელებთან შეხვედრის ორგანიზებაც მოაწყოს.