სიცოცხლისთვის საშიში ყვავილები

სიცოცხლისთვის საშიში ყვავილები

დაფნა

ცნობილია როგორც სამოთხის ყვავილი. იზრდება 1.5 მეტრი სიმაღლის. დასამახსოვრებელია თავისი ლამაზი და სურნელოვანი ყვავილით. მისი ფოთოლიც და ყვავილიც შხამიანია. ყველაზე მეტი შხამის კონცენტრატი, კენკრის წვენშია. დაფნა შეიცავს მეზერინს, რომელიც იწვევს ძლიერ ტკივილს მუცლის არეში, დიარეას და ძლიერ თავის ტკივილს, უარეს შემთხვევაში ფატალურ შედეგს.

ლანდიში

როგორც დაფნა, ლანდიში შეიძლება გამოიყურებოდეს ლამაზად და უვნებლად. იგი ძლიერ შხამიანია.  ერთ ან ორ ზარის მაგვარ ნაყოფს, ადამიანისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლია. მაგრამ ლანდიში, დიდი ოდენობით ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს საყლაპავის ტკივილს, ღებინებას და დიარეას.

ბელადონა

ბელადონა ცნობილია, როგორც ყველაზე შხამიანი ყვავილი დასავლეთ ნახევარსფეროში. იგი შეცავს პოტენციურ მომაკვდინებელ ალკალოიდებს. მისი ორგანიზმში მოხვედრა იწვევს ბუნდოვან ხედვას, თავის ტკივილს, ჰალუცინაციებს, ბოდვას და კრუნჩხვებს. ატროპინი, რომელსაც შეიცავს ბელადონა, შესაძლებელია მომაკვდინებელი იყოს ადამიანისთვის. იგი ნერვიული სისტემის ბლოკირებას ახდენს, რაც იწვევს გულის გაჩერებას.

ბრუგმანსია

ეს მცენარე ამართლებს თავის უცნაურ სახელს და თავის მხრივ შეიცავს ბოროტებას. მისი, როგორც ნარკოტიკის გამოყენება არ შეიძლება. ამაზონის დასავლეთ ნაწილში, ტომები ბრუგმანსიას შამანის რიტუალისთვის იყენებენ.

ოლეანდრა

ოლეანდრა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი ყვავილი დედამიწაზე. მას ინდოეთში მომაკვდინებელ იარაღად იყენებენ.  ყვავილში მრავლობითი შხამის შემცველობა, მოქმედებს ერთდროულად ნერვიულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე იწვევს სიკვდილს.