ყველაზე დიდი ჯიპი

ყველაზე დიდი ჯიპი

გიგანტომანიით შეპყრობილი მილიარდერი შეიხის ჰამად-ბინ-ჰამდან-ალ-ნაიანის ავტომობილების კოლექცია 200 პრესტიჟული მანქანისგან შედგება, რომლებიც შეიხის "პირამიდაშია" გამოფენილი აბუ-დაბისთან.

მაგრამ იგი მათ არც იყენებს - შეიხი გაერთიანებული საამიროების არმიის პოლკოვნიკია და განსაკუთრებით უყვარს ჯიპები!

ეს 4,4-ტონიანი და 7 მ სიმაღლის "მანქანა" კლასიკური ამერიკული სამხედრო ჯიპის 4-ჯერ გადიდებული ასლია და, რაც მთავარია, მისი ტარებაც შესაძლებელია - მძღოლის ნამდვილი კაბინა რადიატორის ცხაურს უკანაა დამალული. "ჯიპი"  შეიხის მე-4 გიგანტია.