მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭდები

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭდები

ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭდის მფლობელი ამერიკელი მომღერალი ბიონსეა, რომელიც მას მისმა მეუღლემ, რეპერმა ჯეი-ზიმ აჩუქა. 18-კარატიანი ბრილიანტის ბეჭდის ღირებულება 5 მილიონ დოლარს შეადგენს.

თავისი ღირებულებით რიგით მეორე ბეჭედი ბულვარული პრესის საყვარელ სახეს, პერის ჰილტონს მისმა ყოფილმა საქმრომ უსახსოვრა. ბეჭედი 4,7 მილიონადაა შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ჰილტონს ძვირფასეულობა ზედმეტად დიდი ზომის გამო, მოუხერხებლად მიაჩნდა, ამიტომ  "ჩარტიერ"-ს შედარებით პატარა ვერსია შეუკვეთა.

დონალდ ტრამპის მიერ საკუთარი მეუღლისთვის მირთმეული ნიშნობის ბეჭედი, რეიტინგში მესამე ადგილზე განთავსდა. ტრამპის მეუღლე დიზაინერი და ფოტომოდელი მელანიე კნაუსია. ბრილიანტის ბეჭდის ღირებულება 2 მილიონ დოლარს შეადგენს.

ორ მილიონ დოლარიანი ბეჭედი „გაიმეტა“ მომავალი მეუღლისთვის კალათბურთელმა კრის ჰამფრისომაც. თუმცა, ტელეწამყვან კიმ კარდაშიანთან თანაცხოვრება ცნობილი სპორტსმენისთვის მხოლოდ 2 თვე გაგრძელდა.

სიაში, რიგით მეხუთე საიუველირო ბრენდ "DეBეერს"-ის 9-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედია. 1,8 მილიონის ღირებულების ძვირფასეულობა, ჯერჯერობით, თავის ჯერს ელის, რომ დაამშვენოს რომელიმე ლამაზმანის თითი.

მილიონ ხუთასი ათასადაა შეფასებული აშშ-ს ყოფილი პირველი ლედის ჟაკლინ კენედის ნიშნობის ბეჭედი. პრეზიდენტ ჯონ კენედის მიერ შეჩეული 2,88-კარატიანი ბეჭედი ზურმუხტითა და წვრილი ბრილიანტებითაა გაფორმებული.

უძვირფასესი ბეჭდების რეიტინგში მომდევნო მსახიობმა ბენ აფლეკმა ჯენიფერ ლოპესს უსახსოვრა. მოცემული ბეჭედი 1,2 მილიონი დოლარი ღირს. იგი 6,1-კარატიანი ვარდისფერი ბრილიანტითაა წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ლოპესისა და აფლეკის ქორწილი ცერემონიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გაუქმდა.

ოსკაროსანმა მსახიობმა მაიკლ დუგლასმა თავისი ცხოვრების თანამგზავრ მსახიობ - კეტრინ ზეტა-ჯონსს 10-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი შეურჩია. ბეჭედი მილიონ დოლარადაა შეფასებული.

ანჯელინა ჯოლი კი, თავს 250 ათას დოლარიანი ბეჭდით იწონებს. ნაკეთობის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი ჯოლის ცხოვრების ამჟამად ყოფილმა თანამგზავრმა, ბრედ პიტმა თავად შექმნა. საყვარელი ქალის გახარებაში მას იუველირი რობერტ პროკოპომი ეხმარებოდა.

ფრანგმა მსახიობმა ოლივიე მარტინეზმა კინოვარსკვლავ ჰოლი ბერის 4-კარატიანი ზურმუხტის ბეჭედი მიართვა. ძვირფასი ნაკეთობა 200 ათასი დოლარი ღირს.

ამერიკელი მომღერალი ჯესიკა სიმპსონი ფეხბურთელმა ერიკ ჯონსომა დანიშნა. ამ უკანასკნელმა საყვარელ ქალბატონს თითზე 100 ათას დოლარიანი ბეჭედი წამოაცვა.

მსახიობ დრუ ბერიმორისთვის კი, ბიზნესმენმა უილ კოპელმანმა 80 ათას დოლარიანი ნიშნობის ბეჭედი შეარჩია.

65 ათას დოლარადაა შეფასებული ვიქტორია ბექჰემის ნიშნობის ბეჭედი.

პრინც უილიამის მეუღლის, კეიტ მიდლტონის ბეჭედი საფირონით და 14 წვრილი ბრილიანტითაა გაწყობილი და 50 ათასი დოლარი ღირს.

ავსტრალიელმა მსახიობმა კიტ ურბანმა თავის მომავალ მეუღლე ნიკოლ კიდმანს "Cartier"-ს ნიშნობის ბეჭედი აჩუქა. ანტიკური სტილის ნაკეთობა 45 ათას დოლარაა შეფასებული.