2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო სკოლების რეიტინგი

2022 წლის მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო სკოლების რეიტინგი

CEOWORLD-ის გამომცემლობამ მსოფლიოს 2022 წლის საუკეთესო სამედიცინო სკოლები დაასახელა. CEOWORLD-ის რეიტინგით, მიმდინარე წელს მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო სკოლის ტიტული ჰარვარდის სამედიცინო სკოლამ მოიპოვა, რომელსაც ჩამონათვალში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა მოჰყვება. გამოცემის წლევანდელი რეიტინგით, მესამე ადგილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის გროსმანის სამედიცინო სკოლამ დაიმსახურა.

2022 წელს პენსილვანიის უნივერსიტეტის პელერმანის მედიცინის სკოლა მეოთხე ადგილზეა და უსწრებს კოლუმბიის უნივერსიტეტის ვაგელოსის ექიმთა და ქირურგთა კოლეჯს. მათ მოსდევს სტენფორდის უნივერსიტეტისა და UCLA დევიდ გეფენის სამედიცინო სკოლები.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგის პირველ ოცდაერთ ადგილს ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე სამედიცინო სკოლები იკავებენ, სიით 22-ე კი ნიუ-დელის All India Institute of Medical Sciences-ია (86.6 ქულა). 24-ე პოზიციაზე გაერთიანებული სამეფოს კემბრიჯის უნივერსიტეტის კლინიკური მედიცინის სკოლაა წარმოდგენილი (86.02 ქულა), 26-ე ადგილზე კი – ოქსფორდის მედიცინის სკოლა (84.96 ქულა).

CEOWORLD-ის რეიტინგი მხოლოდ სრულად აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო სკოლებს აერთიანებს. რეიტინგი შვიდ ძირითად ინდიკატორზე დაყრდნობითაა შედგენილი. ესენია: აკადემიური რეპუტაცია, მიღების პირობები, სპეციალიზაცია, გლობალური რეპუტაცია და გავლენა, წლიური გადასახადი, კვლევების წარმოება,  სტუდენტთა კმაყოფილება. რეიტინგის მაქსიმუმი 100 ქულაა.

წარმოგიდგენთ CEOWORLD-ის 2022 წლის რეიტინგის ტოპ-10 სამედიცინო სკოლას:

  1. Harvard Medical School – 99.06 ქულა.
  2. Johns Hopkins University School of Medicine– 98.13 ქულა.
  3. NYU Grossman School of Medicine – 96.75 ქულა.
  4. Perelman School of Medicine at the University of Pennsylvania – 96.53 ქულა.
  5. Columbia University Vagelos College of Physicians and Surgeons – 96.15 ქულა.
  6. Stanford University School of Medicine – 94.4 ქულა.
  7. David Geffen School of Medicine at UCLA – 93.69 ქულა.
  8. Mayo Clinic Alix School of Medicine – 92.08 ქულა.
  9. Washington University School of Medicine in St. Louis – 91.26 ქულა.
  10. UCSF School of Medicine – 91.23 ქულა.
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *