ბულგარეთი რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ბულგარეთი რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვას გეგმავს

ბულგარელი კანონმდებლები რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვას უყრიან კენჭს. გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ, Lukoil PJSC-ის ადგილობრივ გადამმუშავებელ ქარხანას, უდიდესს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ალტერნატიული რესურსების მოძიება მოუწევს. ეს საკმაოდ რთული იქნება, რადგან ქარხანა სრულად რუსულ ნედლ ნავთობზეა დამოკიდებული. ყველაზე ნათელი ალტერნატივა ყაზახეთიდან კი უკვე მოთხოვნადია მეზობელ რუმინეთში.

ბულგარეთი და ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრი ქვეყანა, რუსული ნედლი ნავთობის იმპორტზე აკრძალვის დაწესებას 2024 წლის ბოლოდან გეგმავდა, თუმცა სოფიამ შესაძლოა ეს პროცესი დააჩქაროს. ბულგარელი კანონმდებლები კენჭს უყრიან, მიმდინარე წლის ბოლომდე, Lukoil-ის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანაში რუსული ნავთობის გამოყენების 80%-მდე შემცირებას, მომავალი წლის ოქტომბრამდე კი მოხმარებიდან მის სრულად ამოღებას.

ბოლო კვირებში, შავი ზღვის გავლით ბულგარეთისთვის რუსული „ურალის“ ნავთობის მიწოდება გაიზარდა და დღეში 180,000 ბარელს აღემატება – ეს სამჯერ მეტია, ვიდრე მიმდინარე წლის დასაწყისში იყო. მის ალტერნატივებს შორის განიხილება ყაზახური ნედლი ნავთობი, რომლის მიწოდებაც რუსული პორტის, ნოვოროსიისკის საშუალებით ხდება. თუმცა მას უკვე იყენებს ნორვეგიაში მდებარე ყაზახური ნავთობგადამმუშავებელი, რომელმაც რუსული იმპორტი გასულ წელს შეაჩერა.

აქედან გამომდინარე, ქვეყნის დიზელისა და ბენზინის მარაგების უდიდესი მიმწოდებელი ქარხნისთვის, ბულგარეთს შესაძლოა რუსეთის ალტერნატივებს შორის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის განხილვაც მოუწიოს.