მარტის ადგილობრივი არჩევნები ერდოღანისთვის ბოლო იქნება - თურქეთის სახელმწიფო მედია

მარტის ადგილობრივი არჩევნები ერდოღანისთვის ბოლო იქნება - თურქეთის სახელმწიფო მედია

თურქული სახელმწიფო მედიასააგენტო Anadolu-ს გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტს თურქეთში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნები პრეზიდენტ ერდოღანისთვის ბოლო იქნება. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქვეყანას უკვე ორი ათწლეულია, მართავს. 2023 წლის მაისში კი ქვეყნის პრეზიდენტად ის კიდევ 5 წლის ვადით აირჩიეს.

Anadolu ციტირებს თავად ერდოღანს, რომელიც აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებით ძალაუფლებას გამარჯვებულებს გადასცემენ, რაც მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა იქნება.

31 მარტს დაგეგმილ არჩევნებზე თურქეთის მოქალაქეები თვითმმართველობას, ანუ მერებსა და საკრებულოს წევრებს აირჩევენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთის ლიდერი 2003 წლის შემდეგაა. 2003-დან 2014 წლამდე ის თურქეთის პრემიერ-მინისტრი, 2014 წლის შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტია. თურქი პოლიტიკოსის ასაკი 70 წელია.