„მომხმარებლების უნიკალური საჭიროებების გათვალისწინება უზრუნველყოფს მათ კმაყოფილებას” - ირაკლი აბჟანდაძე, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

„მომხმარებლების უნიკალური საჭიროებების გათვალისწინება უზრუნველყოფს მათ კმაყოფილებას” - ირაკლი აბჟანდაძე, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

თანამედროვე ბიზნესსამყაროში მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინების გარეშე წარმატება რთულად მიიღწევა. სწორედ ამიტომ ბუნებრივია, რომ კომპანიები მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტი და მომსახურება.

საქართველოს ბანკისთვის მომხმარებელი ყველა გადაწყვეტილების ცენტრშია – მათი კმაყოფილება კი თითოეული თანამშრომლის მისიაა. სწორედ ამიტომ, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება მიზნად ისახავს, უზრუნველყოს როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი მომხმარებლებისთვის გამორჩეული სერვისი და შესთავაზოს მათზე მორგებული ინდივიდუალური გამოცდილება. ამ ინტერვიუში გაგაცნობთ ირაკლი აბჟანდაძეს – საქართველოს ბანკის WM-ის ბიზნესგანვითარებისა და რეპორტინგის მენეჯერს. (WM – აბრევიატურაა და საქართველოს ბანკის პრემიალური ბანკინგის დაგროვილი ქონების მართვის – Wealth Management-ის მიმართულებას აღნიშნავს).

„თავდაპირველად საქართველოს ბანკის Wealth Management-ის გუნდს რეპორტინგის და ანალიტიკის მენეჯერის ამპლუაში შევუერთდი. გარკვეული გამოცდილების შეძენის შემდეგ ბიზნესის განვითარებისა და რეპორტინგის გუნდში გადავედი, სადაც კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ჩემი პასუხისმგებლობებისა და მოვალეობების არეალი“, – ამბობს ირაკლი აბჟანდაძე.

როგორც გვიყვება, საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება ემსახურება მაღალი შემოსავლების მქონე პრემიალურ რეზიდენტ და არარეზიდენტ მომხმარებლებს მსოფლიოს 80-მდე ქვეყნიდან, სთავაზობს მათ უმაღლესი ხარისხის კერძო საბანკო მომსახურებას, უშუალოდ მათ ფინანსურ თუ ცხოვრებისეულ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებსა და სერვისებს. აღნიშნული განყოფილების მთავარი პრიორიტეტი მომხმარებლის ინტერესებია.

„ჩვენი მიზანია, მომხმარებლებთან განსაკუთრებული და გრძელვადიანი კავშირი დავამყაროთ. შესაბამისად, ბიზნესის განვითარების და რეპორტინგის ერთეულის ძირითადი ფუნქციაა შევქმნათ ინდივიდუალურად მათზე მორგებული ახალი სერვისები და პროდუქტები, დავხვეწოთ არსებული შეთავაზებები და ამავდროულად, უზრუნველვყოთ პროცესების გამართული მუშაობა“, – აღნიშნავს ირაკლი.

კითხვაზე თუ როგორ უზრუნველყოფენ მომხმარებლების კმაყოფილებას კი გვპასუხობს, რომ ეს გუნდურ ძალისხმევასა და თითოეული თანამშრომლის ჩართულობას საჭიროებს. ისინი რეგულარულად ეცნობიან და აანალიზებენ მომხმარებელთა უკუკავშირს და ინტერესებს, რაც მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. სწორედ ეს მყარი ურთიერთობა და თითოეული ინდივიდის უნიკალური საჭიროებების გათვალისწინება უზრუნველყოფს მომხმარებლების კმაყოფილებას.

ამბობს, რომ ყველაზე რთული პირველი ნაბიჯებია – „როდესაც შიდა თუ გარე მიზნებისთვის განკუთვნილ პროდუქტზე იწყებ მუშაობას და საწყის ეტაპზევე გიწევს უამრავი დეტალის დაგეგმვა და გათვალისწინება. ხშირ შემთხვევაში, არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი გზა თუ რა მიმართულებით შეიძლება განავითარო პროცესი იმ მიზნისა და შედეგის მისაღებად, რაც თავდაპირველად დაისახე. თუმცა, ასეთ დროს წარსული გამოცდილება გახსენებს თუ რა ემოციებთან არის დაკავშირებული წარმატებით დახურული პროექტი და მიღებული დადებითი უკუკავშირი, სწორედ აღნიშნული გაძლევს მოტივაციას, რომ სირთულეების მიუხედავად, არ გაჩერდე.“

ირაკლის თქმით, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულების გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ მათი სერვისები დაფუძნებული იყოს ინდუსტრიაში მიმდინარე ტენდენციებზე და თანხვედრაში მოდიოდეს მომხმარებლის მუდმივად ცვლად ინტერესებთან. ეს „გრძელვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს გუნდის სტრატეგიული მიზნების მიღწევას, რაც ჩვენთვის მომხმარებლების უნიკალური საჭიროებების გათვალისწინებაა“. S