რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ციხეში გარდაიცვალა

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში ციხეში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Interfax-მა გაავრცელა.

როგორც ციხის სამსახურმა განაცხადა, ნავალნი, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ყველაზე ცნობილი ოპონენტი და უკრაინაში მისი შეჭრის სასტიკი კრიტიკოსი, სეირნობის შემდეგ ავად გახდა და “გონება მყისიერად დაკარგა”.

“განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, თუმცა ამან დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა მსჯავრდებულის გარდაცვალება დაადასტურეს”, – ნათქვამია სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ნავალნი, რომელიც რუსეთში არსებულ კორუფციასა და კრემლის მიუღებელ ქმედებებს მრავალი წელი ებრძოდა, რამდენჯერმე მოწამლეს.