logo
ENG



უკრაინის უშიშროება: დავაკავეთ რუსეთის აგენტები, რომლებიც რეზნიკოვის მკვლელობას გეგმავდნენ

08 აგვ 202220:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/08/k1get5d6tvxg890.jpg

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც, მათი ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვისა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის მკვლელობას გეგმავდნენ.

უწყების ცნობით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დააკავეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის თანამშრომლები.

როგორც უკრაინის დაზვერვის სამსახური აცხადებს, რუსი "კურატორები" თითოეულის მკვლელობისთვის შემსრულებლებს 100-დან 150 ათას დოლარამდე თანხას ჰპირდებოდნენ.

 

close დახურვა