logo
ENG



ქორწილის და სხვა სოციალური ღონისძიებების მონაწილეთა რაოდენობა 10 კაცს არ უნდა აღემატებოდეს

09 სექ 202015:29
3 წუთის საკითხავი
 
38557nzz5o7y9mg.jpg

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება ქორწინების გაფორმების აკრძალვას არ გულისხმობს.

როგორც "ფორმულას" ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, აკრძალვა ღონისძიების აღნიშვნის ნაწილს ეხება. კერძოდ, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 კაცს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთივე შეზღუდვა მოქმედებს დაბადების დღეებზე, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე.

შეგახსენებთ, ხვალიდან, 10 სექტემრიდან ქორწილების, იუბილეებისა, სარიტუალო და სხვა სოციალური ღონისძიებების ჩატარება აიკრძალება. საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღო.


close დახურვა