logo
ENG



კობახიძე: პირველი ვიცე-პრემიერი დავითაშვილი იქნება, ვიცე-პრემიერები წულუკიანი და ჩიქოვანი

12 თებ 202411:07
3 წუთის საკითხავი
clock 342
2024/02/12/75ddm5czipzir7m.jpg

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი მთავრობის სხდომა ჩაატარა, რომელზეც საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.

კერძოდ, კობახიძის თქმით, მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი იქნება.

რაც შეეხება ვიცე-პრემიერებს, თანამდებობას კულტურის მინისტრი - თეა წულუკიანი და თავდაცვის ახალი მინისტრი - ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებენ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი მიშა ფეიქრიშვილი იქნება.


close დახურვა