logo
ENG



მეტი სამუშაოა გასაწევი, რათა შეიქმნას პლურალური კანონმდებლობა, დამოუკიდებელი სასამართლო-აშშ-ს ელჩობის კანდიდატი

30 ოქტ 201909:19
3 წუთის საკითხავი
 
7vaomqmpq64j4oq.jpg

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩობის კანდიდატმა ოკუპაციის გარდა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კიდევ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის იყო  დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და პლურალური კანონმდებლობა. საუბარი ასევე შეეხო მრავალფეროვანი მედიისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას. როგორც დეგნანმა განმარტა, შესაძლოა საქართველოს წარმატების გამო ეს ქვეყანა რუსეთის დესტაბილიზაციისა და გამანადგურებელი ქმედებების სამიზნეც იყოს. 

"უფრო მეტი სამუშაოა გასაწევი, რათა შეიქმნას პლურალური კანონმდებლობა, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, მედია და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენი ვალდებულებაა მხარი დავუჭიროთ დემოკრატიის პრინციპებსა და კანონის უზენაესობას, რომელიც საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ვიმუშავებ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა დავრწუმდენთ, რომ მომავალ წელს გასამართი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. შესაძლოა ამ ქვეყნის წარმატების გამო საქართველო რუსეთის დესტასბილიზაციისა და გამანადგურებელი ქმედების სამიზნეა,"-განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილი კელი დეგნანი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

 

 

 


close დახურვა