logo
ENG



თარხან-მოურავი: ოცნებასთან კოალიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ მას მდინარაძე-კობახიძე დატოვებს

23 ოქტ 202002:09
3 წუთის საკითხავი
 
hs78ewpgfmel9vg.jpg

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ „მდინარაძესთან და კობახიძესთან არანაირი კოალიცია არ შეიძლება მოხდეს“ და ქართულ ოცნებასთან კოალიციას მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ივანიშვილი გუნდს შეცვლის და „ძველ მებრძოლ ხალხს“ დააბრუნებს.

თარხან-მოურავმა ასე ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. ფორმულას გადაცემაში „საქართველო ირჩევს“ მას ჰკითხეს, არის თუ არა მისთვის წითელი ხაზი კოალიცია ქართულ ოცნებასთან, რომელიც, თავის მხრივ, იმავეს ირწმუნება პატრიოტთა ალიანსზე.

"არავითარი კოალიცია მდინარაძესთან და კობახიძესთან არ შეიძლება მოხდეს. ჩვენ ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში. კოალიცია შეუძლებელია სააკაშვილთან, კობახიძესთან, მდინარაძესთან, ბოკერიასთან. ერთი და იგივე ხალხია ეს. კოალიციაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი შეცვლის ამ გუნდს. ამ გუნდთან კოალიცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი დატოვებს მას და დაბრუნდება ძველი მებრძოლი ხალხი", - თქვა თარხან-მოურავმა.

„პირობას არაფრისას არ ვდებ, მაგრამ გეუბნებით, რომ ეს ესეა“ - აღნიშნა მანვე.

საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდება.


close დახურვა