logo
ENG



ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული ზონა გამოვლინდა

25 მარ 202119:39
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/25/92bvr0bma7n355e.png

თბილისის მერიის განცხადებით, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც პრევენციული ზომების მიღება გახდა საჭირო.

მერიის ცნობით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, 25 მარტის 21:00 საათიდან 26 მარტის 08:00 საათამდე, ​ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

ცნობისთვის, თბილისში კიდევ ერთი მეწყრული ზონა ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან 18 მარტს გამოვლინდა. თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.

ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება. 

რა ხდება ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სრულად იხილეთ აქ.


close დახურვა