logo
ENG



გლდანში ერთ-ერთი რესტორანი ქორწილის გამო 10 ათასი ლარით დააჯარიმეს

11 აგვ 202100:11
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/11/pg3v2rcpxuibysl.jpg

თბილსში, გლდანში ერთ-ერტი რესტორანი ქორწილის გამართვის გამო 10 ათასი ლარით დააჯარიმეს. ინფორმაცია ამის შესახებ ფორმულას შრომის ინსპექციაში დაუდასტურეს. 

"შრომის ინსპექციამ, კრიმინალურ პოლიციასთან ერთად დღეს არანებადართული ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინა გლდანში, ხიზანიშვლის ქუჩაზე, სადაც იურუდიული პირი ახორციელებდა არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას, კერძოდ, ადგილი ჰქონდა სოციალურ ღონისძიებას, ქორწილს და მის მიმართ გატარდა კანონით განსაზღვრული ღონისძიება. განისაზღვრა ფულადი სანქცია 10 ათასი ლარის ოდენობით", - აღნიშნეს ინსპექციაში. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სარიტუალო დარბაზი თუ კვების ობიექტი, სადაც სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიება ჩატარდება პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ობიექტი დაილუქება. საუბარია ისეთ სოციალურ ღონისძიებებზე როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი და სხვა. 

 


close დახურვა