logo
ENG



უკრაინის უშიშროება: ოკუპანტებს ხარკოვში მოქალაქეებზე ძალადობა დაავალეს, გვაქვს ჩანაწერი

12 მარ 202221:15
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/ntxk2vvf61qw2cy.jpg
AP

უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს სატელეფონო საუბრის ხმოვან ჩანაწერს, სადაც მათი თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ხარკოვში მოქალაქეებისთვის პირდაპირ სროლისა და მათზე ძალადობის განკარგულება მიიღეს.

„ახლახან სნაიპერმა, რომელიც კოშკის თავზე ზის ღობის მიღმა 3 ადამიანი მოკლა. ისინი უბრალოდ ფანრებს ანათებდნენ ჩვენი მიმართულებით“ - ისმის უკრაინის უშიშროების გავრცელებულ ჩანაწერში.

უშიშროების სამსახურის თქმით, ჩანაწერში ერთ-ერთი ოკუპანტი ჯარისკაცი ამბობს, რომ მათ ასევე ხარკოვში მშვიდობიან მოქალაქეებზე, მათ შორის ბავშვებზეც, სექსუალური ძალადობის ბრძანებაც მიიღეს.

„ყველა რიგშია: მოქალაქეები, ბავშვები და ზრდასრულები“ - ისმის დიალოგში.

უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ე.წ ლუგანსკის რესპუბლიკის 2 000-მდე მებრძოლიდან, ვინც ხარკოვზე თავდასხმას აპირებდა, ახლა მხოლოდ 20-25-ია ცოცხალი.

„რუსული არმია უფრო და უფრო მეტ ძალებს გადაისვრის ქალაქის ალყაში მოსაქცევად, მაგრამ ამას მათთვის სასურველი შედეგები არ მოაქვს, მათი დანაკარგი ბევრად მეტია. ე.წ ლუგანსკის 2 000-მდე მებრძოლიდან, ვისაც ხარკოვზე თავდასხმა სურდა ახლა მხოლოდ 20-25 მათგანია ცოცხალი. ეს ოკუპანტებს საშინლად აბრაზებს და ამრიგად ვლინდება „მშვიდობისმყოფელების" ნამდვილი სახე“ - აცხადებს უშიშრობა.


close დახურვა