logo
ENG



ჰოლივუდის მსახიობი რეი ლიოტა გარდაიცვალა

26 მაი 202220:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/26/ll3yk2gka7lh6kb.jpeg

ჰოლივუდის მსახიობი რეი ლიოტა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლიოტა ცნობილია რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ფილმებით Goodfellas-სა და Field of Dreams-ში შესრულები როლებით.

ამერიკული ტაბლოიდების ინფორმაციით, ლიოტა ძილში გარდაიცვალა. ის დომინიკანას რესპუბლიკაში ფილმ - Dangerous Waters-ის გადაღებაზე იმყოფებოდა.

მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ლიოტას ნათამაშები აქვს ისეთ ცნობილ ფილმებშიც როგორებიცაა: ფენიქსი, ჰანიბალი, იდენტობა, კონტროლი, მოკალი მშვიდად.


close დახურვა